ბოლო წლების განმავლობაში სოციალური ქსელები სულ უფრო დიდ ადგილს იკავებს ჩვენს ცხოვრებაში, რის გამოც ადამიანები ხშირად ისე ხდებიან ციფრულ სამყაროზე დამოკიდებულები, რომ ამას ვერც კი აცნობიერებენ.

სოციალური მედიის მთავარი ხიბლი ის ყურადღებაა, რომლის მოპოვებაც ძალიან მარტივად შეგიძლია. ამის გამო არც ისე იშვიათად ვიღაცები არაკეთილსინდისიერ, მეტიც, საზარელ ხერხებსაც კი მიმართავენ, რათა "ვირუსული" ფეისბუქის პოსტი, ინსტაგრამის ფოტო თუ ტიკტოკის ვიდეო შექმნან.

ახლა სწორედ რამდენიმე ასეთ მაგალითს წარმოგიდგენთ:

1. პატარა დელფინი იმის გამო მოკვდა, რომ ტურისტებმა ის ფოტოების გადასაღებად ოკეანიდან გამოიყვანეს

ფოტო: reddit.com

2. ყვავილების თვალწარმტაცი მინდორი ინსტაგრამისთვის გადაღებული ფოტოების გამო გადათელეს

ფოტო: reddit.com

3. ქალი, რომელმაც 7 ბავშვი იშვილა, დააპატიმრეს, რადგან ის მოზარდებზე ფიზიკურად ძალადობდა და აშიმშილებდა, რათა YouTube-ისთვის ვიდეოები გადაეღო, რომელთაც შემდეგ მილიონობით მაყურებელი ჰყავდა

ფოტო: reddit.com

4. პოზა ფოტოს გადასაღებად, რაც გამოუვიდა კიდეც ამ ქალს, თუმცა ეს აივნიდან ჩამოვარდნისა და მრავლობითი მოტეხილობების ფასად დაუჯდა

ფოტო: FOXla

5. ტვიტერზე გამოქვეყნებული ფოტო წარწერით: "თუ მარტოდ მჯდომ უცნობს გამოელაპარაკებით, ყოველთვის გაოცებული დარჩებით იმ ამბებით, რომელთაც ის მოგიყვებათ". ამ ბრძნულ მოსაზრებას სხვა მომხმარებლისგან შემდეგი კომენტარი მოჰყვა: "ძმაო, ეს ხომ ბებიაშენია, ეკლესიაში ერთად დავდივართ, კარგი რა".

ფოტო: reddit.com

6. მეტროში კაცების სექსუალურად შევიწროება ტიკტოკის ვიდეოსთვის

ფოტო: reddit.com

7. პანდემიის დასაწყისში ინსტაგრამის ცნობილმა სახემ თვითმფრინავში იხუმრა, რომ მას, შესაძლოა, კორონავირუსი ჰქონოდა. ამ გზით ახალი "სასაცილო" ვიდეოს გადაღებას ცდილობდა, თუმცა ამის ნაცვლად თვითმფრინავი საგანგებო ვითარებაში დაეშვა და ის დააპატიმრეს

ფოტო: reddit.com

8. ამ ატირებული ძაღლის ვიდეო პატრონმა ინტერნეტში გაავრცელა და თან დამალვა არ უცდია, რომ ცხოველს მწარე წიწაკა აჭამა

ფოტო: reddit.com

9. ცნობილმა იუთუბერმა, რომელიც წლების განმავლობაში ვიდეოებს აქვეყნებდა, თუ როგორ უვლიდა შვილად აყვანილ აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვს, ბოლოს ის გააშვილა

ფოტო: reddit.com

10. რუსი მოდელის თავგანწირვა ინსტაგრამის ფოტოსთვის

ფოტო: reddit.com

11. ერთი შეხედვით ჩვეულებრივი ფოტო შემდეგი აღწერით: "ხანდახან საკუთარი თავის მზე თავად უნდა იყო". თუმცა უკანა ფონზე ვხედავთ, რომ ეს ფოტო მეორე მსოფლიო ომში დაღუპული ადამიანების მემორიალთანაა გადაღებული

ფოტო: reddit.com

12. სად უნდა გამოაჩინო შენი ლუი ვიტონის ახალი ჩანთა, თუ არა აუშვიცის ყოფილი საკონცენტრაციო ბანაკის წინ?

ფოტო: reddit.com

13. ალბათ, რომელიმე "ინფლუენსერმა" თქვა, რომ მწუხარება ინსტაგრამის საუკეთესო ფილტრია

ფოტო: reddit.com

14. მზრუნველი მშობელი შვილს მოულოდნელად პარსავს თმას, რათა ტიკტოკზე ყველას აჩვენოს ბავშვის რეაქციები

ფოტო: reddit.com

15. ეს იუთუბერი კი დეოდორანტებს გემრიელად მიირთმევს

ფოტო: reddit.com