დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05
მთავრობის ცხელი ხაზი 144

სპეციალური პენიტენციური სამსახურის ცნობით, ქუთაისის N2 პენიტენციურ დაწესებულებაში Covid-19 ერთ პაციენტს დაუდასტურდა. უწყების ინფორმაცით, ინფიცირებული სამოქალაქო სექტორის სპეციალიზებულ კლინიკაშია გადაყვანილი.

"მისი მდგომარეობა სტაბილურია და იგი მედპერსონალის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. მასთან კონტაქტში მყოფი ოთხივე თანამესაკნე დაწესებულების საკარანტინო სივრცეში არის იზოლაციაში მოთავსებული და მათ ორ კვირაში განმეორებით ჩაუტარდებათ PCR ტესტირება", — აღნიშნავენ პენიტენციურ სამსახურში.

მათივე თქმით, ინტენსიური PCR ტესტირების ფარგლებში მიმდინარე წლის 11 იანვარს N2 პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფ 883 ბრალდებულ/მსჯავრდებულს ჩაუტარდა ტესტირება.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე: