"ჭორვილა თუ არა ჭორვილა!" — ასე იწყება პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილის საპასუხო პოსტი ფეისბუქზე, რომლითაც მან ნინო ბურჯანაძის განცხადებას უპასუხა.

11 იანვარს ტვ პირველის ეთერში ნინო ბურჯანაძემ განაცხადა, რომ მოსახლეობას კითხვა უნდა გასჩენოდა, ქართული ოცნების უკვე ყოფილი თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი "15 წელი ჭორვილაში რატომ ზის". ბურჯანაძისვე თქმით, ივანიშვილის ქონება არის თაღლითურად ნაშოვნი და მისის ერთადერთი დაცვა ჭორვილაში ყოფნა იყო:

"თქვენ ახლა ნორმალური ფსიქიკის გგონიათ ადამიანი, რომელსაც თუ რამე არ უჭირს, 15 წელი ოჯახს ჭორვილაში აცხოვრებს ხუთი მილიარდი რომ აქვს? რა თქმა უნდა, მას არჩევანი რომ ჰქონოდა, ჭორვილაში არ იქნებოდა, მაგრამ წამოვიდა ჭორვილიდან და ახლა მთელი საქართველო გაიხადა დაცვად".

პრეზიდენტი ფეისბუქის პირად ანგარიშზე გამოქვეყნებულ განცხადებაში წერს, რომ მას აუცილებლად მიაჩნია, რომ მსგავს "შეურაცხმყოფელ" განცხადებას პასუხი გასცეს:

"თურმე "ფსიქიკურად" შეშლილი უნდა იყო, რომ ჭორვილაში 15 წელი იცხოვრო. ეს შეურაცხყოფაა, არა კონკრეტული ადამიანისა, როგორც ამ პიროვნებას ჰგონია, არამედ ზოგადად, ჩვენი სოფლად მცხოვრები მოქალაქეებისა. შეურაცხყოფაა იმ ადამიანებისა, რომლებზეც დიდწილად დგას ჩვენი აწმყო და მომავალი".

სალომე ზურაბიშვილი თავის პოსტში ხაზს უსვამს, რომ სოფლად მცხოვრებმა ადამიანების წარმატებებსა და სოფლის წეს-ჩვეულებების მნიშვნელობას.

"ვიცით ჩვენი წინაპრები, როგორ დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ სოფელს და ადგილობრივ წეს-ჩვეულებებს, ჩვენი იდენტობისა და თვითმყოფადობის შესანარჩუნებლად. ვინც ამას ვერ აფასებს, ის საქართველოს ნიჭსა და ძალასაც ვერარას გაუგებს. მე პირადად, საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე, შემიძლია ვთქვა, თუ რა დიდი ტკივილი და დანაკლისია, როცა კომუნიზმმა და ემიგრაციამ ჩამოგაშორა სოფელს და მამულს. ნეტავ მქონდეს მეც ჩემი ჭორვილა!" — პასუხობა პრეზიდენტი ოპოზიციონერ პოლიტიკოსს.