ქართული ოცნების ყოფილი თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, როდესაც პირველად დატოვა მან პარტია საჭირო გახდა გუნდის გასაერთიანებლად დაბრუნებულიყო და თავისი გამოცდილება გაეზიარებინა. ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის ანონსში ლაპარაკობს.

"სამწუხაროდ პირველი წასვლის შემდეგ ჩემი დაბრუნება აუცილებელი გახდა და ეს კითხვებს ტოვებს. გასაგებია, თუმცა მე ამ კითხვებზე პასუხი გამაჩნია, გუნდი იყო გამოუცდელი, იყო ეკლექტური, პარტია არ იყო შემდგარი. მე შემოვბრუნდი და ჩემს გამოცდილებას ვუზიარებდი გუნდს და დღეს განსხვავებული გუნდია ქართული ოცნება", — ამბობს ივანიშვილი.

გუშინ, 11 დეკემბერს, ბიძინა ივანიშვილმა გამოაქვეყნა ვრცელი წერილი, სადაც ამბობს, რომ პოლიტიკიდან მიდის. ამჯერად, საბოლოოდ.

გაიგეთ მეტი: