საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ახალციხის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის მიმდებარედ ძლიერი წვიმის შედეგად, მდინარე აჭარისწყალში ადიდებული წყლის დონის გამო, ჩამოინგრა ტიბეთას, ქანტაურის, აბუქეთას და საბადურისკენ მიმავალი რკინის კონსტრუქციის საავტომობილო ხიდი.

როგორც On.ge-ის საგანგებოში უთხრეს დაშავებული არავინაა. აღნიშნულ სოფლებთან არსებობს ალტერნატიული მიმავალი გზა.