ამსტერდამში მარიხუანის ტურისტებზე გაყიდვა შეიზღუდება
ამსტერდამის "კოფიშოპები", რომლებიც მარიხუანას ყიდიან უცხოელ მომხმარებლებს ვეღარ მოემსახურებიან. აკრძალვა ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლისა და ნარკო ტურიზმის შემცირების გეგმის ნაწილია. სიახლემ მოქალაქეებისა და ბიზნეს მფლობელების შერეული რეაქციები გამოიწვია.
166 ობიექტი, რომელშიც მარიხუანა იყიდება მხოლოდ ნიდერლანდების მცხოვრებთათვის იქნება ხელმისაწვდომი. ინიციატივა, რომელიც დედაქალაქის მერს, ფემკე ჰალსემას ეკუთვნის და პოლიციის და საკანონმდებლო ორგანოს მხარდაჭერითაც სარგებლობს მომავალი წლიდან შევა ძალაში.
ხელისუფლების კვლევამ აჩვენა, რომ უცხოელ ტურისტთა 58% ამსტერდამს ნარკოტიკების მოხმარებისთვის სტუმრობს. კიდევ ერთი კვლევის თანახმად, მხოლოდ ადგილობრივი მომხმარებლების დაკმაყოფილებისთვის საჭირო იმ "კოფიშოპების" რაოდენობა, რომლის რაციონშიც მოსაწევსაც შეხვდებით 70-ზე ნაკლებია.
"ამსტერდამი საერთაშორისო ქალაქია და ტურისტების მოზიდვის სურვილიც გვაქვს, მაგრამ ამის მიზეზი მრავალფეროვნება, სილამაზე და კულტურული ღირსშესანიშნაობები უნდა იყოს" — განაცხადა ქალაქის მერმა და დაამატა, რომ მარიხუანის ბაზარი ზედმეტად დიდია და ორგანიზებულ დანაშაულებებთან აქვს კავშირები.
ჰალსემას თქმით, ქალაქი "ღია, სტუმართმოყვარე და ტოლერანტული" უნდა დარჩეს, თუმცა კრიმინალითან ბრძოლა და მასობრივი, დაბალ-ბიუჯეტიანი ტურიზმის შემცირება აუცილებელია.
ქალაქის მერის თქმით, შეზღუდვების შემოღებას რამდენიმე თვე დასჭირდება, რათა მცირე ბიზნესებმაც შეძლონ გადაწყობა და უფლებამოსილი მომწოდებლებიც განისაზღვროს.
მსგავსი აკრძალვები რამდენიმე ქალაქში უკვე მოქმედებს, რადგან საზღვრისპირა ადგილებს გერმანიის, ბელგიისა და საფრანგეთის უამრავი მოქალაქე ხელმისაწვდომი მოსაწევის გამო სტუმრობდა.
ქუჩის გადამყიდველების გააქტიურების საშიშროების გამო, შეზღუდვა კაფეებზე არ გავრცელდება, აიკრძალება ქალაქის გარკვეულ ნაწილებში მოწევა და კოფიშოპებს აეკრძალებათ მარიხუანის გაყიდვა. ამსტერდამის მცხოვრებთა რაოდენობა 850 ათასია, წლიური ვიზიტორების რაოდენობა — 20 მილიონი, არსებული პროგნოზების მიხედვით, ეს მაჩვენებელი 2025 წლისთვის 29 მილიონამდე გაიზრდება.
ადგილობრივი ბიზნესები გადაწყვეტილებას ეთანხმებიან, მათი აზრით, ყავის მაღაზიები "დაბალ-ბიუჯეტური ტურიზმის" მთავარი მიზეზია. "ქალაქს აუცილებლად ფულიანი ხალხი კი არ სურს, ჩვენ ვამბობთ, გვესტუმრეთ მუზეუმების, საკვების, სიყვარულის, მეგობრობის გამო და არა მოსაწევისა და ნარკოტიკებისთვის", — განაცხადა ერთ-ერთი ბიზნეს ასოციაციის ხელმძღვანელმა, რობერტ ოვერმეერმა.
ინიციატივის მოწინააღმდეგეთა აზრით, შეზღუდვები ქუჩის ვაჭრობის გააქტიურებას გამოიწვევს.
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
-
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვაშსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა
-
გადახედვასანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო სანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო
-
გადახედვანიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს ნიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს
-
გადახედვათვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვა"ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს "ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
კომენტარები