ეკონომიკის მინისტრის მოადგილის, ირაკლი ნადარეიშვილის განცხადებით, სავაჭრო ცენტრების უსაფრთხოდ გახსნი მიზნით, თებერვლიდან მოლების თანამშრომლების რეგულარული გატესტვა განიხილება. ამის შესახებ მან სავაჭრო ცენტრების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე ისაუბრა.

"განვიხილეთ ის პირობები, თუ რისი დაკმაყოფილება მოუწევს სექტორს იმისთვის, რომ შეუფერხებლად მოხდეს მათი ფუნქციონირების, საქმიანობის განახლება 1-ელი თებერვლიდან. მათ შორის, ეს მოიცავს როგორც წინა პერიოდში შემუშავებულ და განხორციელებულ რეგულაციებს, ასევე განიხილება კომპანიების თანამშრომლების რეგულარული გატესტვა, რომელიც იქნება ერთ-ერთი პირობა იმისა, რომ ბიზნესმა უწყვეტ რეჟიმში გააგრძელოს მუშაობა", — განაცხადა ნადარეიშვილმა.

მთავრობამ კორონავირუსთან დაკავშირებული ყველა შეზღუდვა პირველ თებერვლამდე გაახანგრძლივა, მათ შორის, ეს ეხება საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და არასურსათო მაღაზიებს.