სამხრეთ კორეულმა ტექნოლოგიურმა გიგანტმა Samsung წლევანდელ CES–ზე, საკუთარი ახალი საყოფაცხოვრებო დამხმარე რობოტი წარადგინა.

კომპანიამ გამოაქვეყნა ახალი ვიდეო, რომელშიც რობოტი, სახელად Bot Handy, ადამიანებისთვს ერთ-ერთ ყველაზე არასასურველ დავალებას ასრულებს სამზარეულოში — ის ჭურჭელს რეცხავს.

Bot Handy Samsung-ის სამ ახალ რობოტთაგან ერთ-ერთია. კომპანიის ახალი რობოტები შექმნილია თქვენი საყოფაცხოვრებო და ყოველდღიური საჭიროებების დასაკმაყოფილებლად.

”ჩვენი სამყარო სხვანაირად გამოიყურება და ბევრი ჩვენგანი აღმოჩნდა ახალ რეალობაში, ერთ-ერთი რეალობა ისეთია, სადაც სხვათა შორის, თქვენს სახლს დიდ მნიშვნელობას ანიჭებთ", — თქვა Samsung Research-ის ხელმძღვანელმა სებასტიან სენგმა.

"ჩვენი ინოვაციები მიზნად ისახავს უფრო პირადი და უფრო ინტუიტიური გამოცდილების შექმნას, რაც თქვენს პიროვნებას გამოხატავს", — დასძინა სენგმა

უნდა აღინიშნოს ის ფაქტიც, რომ CES-ზე წარმოდგენილი ტექნოლოგიები ისტორიულად იშვიათად გვხვდება ბაზარზე — ეს ნიშნავს, რომ გაუგებარია, ამ რობოტებიდან რომელიმეს წარმოება ოდესმე დაიწყება თუ არა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში, სადაც ვლაპარაკობთ ტექნოლოგიებზე.