შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ბათუმში დააჯარიმეს კოვიდიინფიცირებული მოქალაქე, რომელიც ქუჩაში მანქანით გადაადგილდებოდა.

როგორც უწყებაში ამბობენ, 50 წლის მოქალაქეს კორონავირუსი 4 იანვარს დაუდასტურდა და მას თვითიზოლაციის რეკომენდაცია გაუწიეს. მოქალაქე 2 000 ლარით დააჯარიმეს და კოვიდსასტუმროში გადაიყვანეს.