შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გარდაბანში 16 წლის გოგოს გატაცების გამო 4 პირი დააკავეს. მათი ინფორმაციით 24 წლის პირმა, დედისა და 2 ახლობელი ქალის დახმარებით, არასრულწლოვანი, ცოლად შერთვის მიზნით გაიტაცა.

უწყების განცხადებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის და ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც წინასწარ შეთანხმებით ჯგუფის მიერ არასრულწლოვანისათვის თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.