ხშირად ამბობენ, რომ "ცხოვრება ხელოვნებას ჰბაძავს", ან "ხელოვნება ჰბაძავს ცხოვრებას", თუმცა თუ დავაკვირდებით, უფრო ხშირად "ხელოვნება ჰბაძავს ხელოვნებას".

ალბათ, ადამიანების შემოქმედების ნიმუშები ყოველთვის ერთმანეთის გავლენით, შთაგონებითაა ნაკარნახები ხოლმე: მათში შეინიშნება ხელოვანის უნებლიე თუ განზრახ გადაწყვეტილი მსგავსება მანამდე უკვე არსებულ ქმნილებასთან.

ამის საილუსტრაციოდ, შეგვიძლია ფილმებიდან კადრები ცნობილ ნახატებს შევადაროთ: მათი უმეტესობა აშკარად სახელოვანი მხატვრების ფერწერული ტილოების გავლენითაა გადაღებული, ზოგიერთ მათგანში კი მსგავსება მხოლოდ მაყურებლების გარკვეულმა ნაწილმა შენიშნა და შესაძლოა, ეს რეჟისორის თავდაპირველი ჩანაფიქრი არც კი იყო.

1. ჰერბერტ როსის ფილმი სამოთხის ხურდა (Pennies from Heaven) — ედუარდ ჰოპერის ნახატი ღამის მტაცებლები

ფოტო: United Artists

ფოტო: Public Domain

2. სტენლი კუბრიკის ფილმი მექანიკური ფორთოხალი (A Clockwork Orange) — ვან გოგის ნახატი პატიმრების სეირნობა

ფოტო: Warner Bros.

ფოტო: Public Domain

3. რობერტ ეგერსის ფილმი შუქურა (The Lighthouse) — საშა შნაიდერის ნახატი ჰიპნოზი

ფოტო: A24

ფოტო: Public Domain

4. ალექსანდრ პეინის ფილმი შმიტის შესახებ (About Schmidt) — ჟაკ-ლუი დავიდის ნახატი მარატის სიკვდილი

ფოტო: New Line Cinema

ფოტო: Public Domain

5. პიტერ უირის ფილმი ტრუმენის შოუ (The Truman Show) — რენე მაგრიტის ნახატი არქიტექტურა მთვარის შუქზე

ფოტო: Paramount Pictures

ფოტო: Public Domain

6. ლუკ ბესონის ფილმი მეხუთე ელემენტი (The Fifth Element) — ფრიდა კალოს ნახატი გატეხილი სვეტი

ფოტო: Gaumont Buena Vista International

ფოტო: Public Domain

7. მარტინ სკორსეზეს ფილმი წყეულთა კუნძული (Shutter Island) — გუსტავ კლიმტის ნახატი კოცნა

ფოტო: Paramount Pictures

ფოტო: Public Domain

8. ჟან-ლუკ გოდარის ფილმი ვნება (Passion) — ჟან ოგიუსტ დომინიკ ენგრის ნახატი ჰარემის ინტერიერი

ფოტო: Parafrance Films

ფოტო: Public Domain

9. ჯორჯ მილერის ფილმი შეშლილი მაქსი: მრისხანების გზა (Mad Max: Fury Road) — სალვადორ დალის ნახატი სპილოები

ფოტო: Warner Bros. Pictures

ფოტო: Public Domain

10. ანდრეი ზვიაგენცევის ფილმი დაბრუნება (The Return) — ანდრეა მანტენიას ნახატი მკვდარი ქრისტე

ფოტო: Kino International

ფოტო: Public Domain

11. პოლ თომას ანდერსონის ფილმი თანდაყოლილი ნაკლი (Inherent Vice) — ლეონარდო და ვინჩის ნახატი საიდუმლო სერობა

ფოტო: Warner Bros.

ფოტო: Public Domain

12. ლარს ფონ ტრიერის ფილმი მელანქოლია (Melancholia) — ჯონ ევერეტ მილეს ნახატი ოფელია

ფოტო: Nordisk Film

ფოტო: Public Domain

13. სელინ შიამას ფილმი ალმოდებული ქალის პორტრეტი (Portrait of a Lady on Fire) — კასპარ დევიდ ფრიდრიხის ნახატი მოხეტიალე ნისლის ზღვის თავზე

ფოტო: Pyramide Films

ფოტო: Public Domain

14. სოფია კოპოლას ფილმი მარია ანტუანეტა (Marie Antoinette) — ჟაკ-ლუი დავიდის ნახატი ნაპოლეონი სენ–ბერნარის უღელტეხილზე

ფოტო: Sony Pictures Releasing

15. ლარს ფონ ტრიერის ფილმი ნიმფომანი (Nymphomaniac) — ზიგმუნტ ანდრეშევიცის ნახატი მომაკვდავი ხელოვანი

ფოტო: Nordisk Film

ფოტო: Public Domain