2020-ის გამოწვევებმა სახლში ყოფნის განმარტება შეცვალა. სახლში ვმუშაობთ, ვთამაშობთ, ვვარჯიშობთ და ხალხსაც ონლაინ, სახლიდან ვხვდებით, ამიტომ ის, თუ როგორ გამოიყურება ჩვენი ინტერიერი, დიდ როლს თამაშობს ჩვენს განწყობაზე და შესაბამისად — ყოველდღიურ საქმიანობაზე.

ამ სტატიაში მოგიყვებით, როგორი გავლენა მოახდინა პანდემიამ ინტერიერის დიზაინის ტენდენციებზე და როგორ მოეწყობა 2021 წელს სახლები.

1. ნოსტალგიური შტრიხები

ფოტო: BH&G

2021 წლის ერთ-ერთი უდიდესი ტრენდი ახალი სულაც არ არის. დიზაინის სხვადასხვა სტილი: ვიქტორიანული ერა, არტ დეკო თუ გრანდმილენიალთა ესთეტიკა წარსულის ნოსტალგიის გამო მუდამ ძვირფასია და მსგავსი შტრიხები დღეს ყველაზე საჭიროა.

2. ადვილად საწმენდი ქსოვილები და ზედაპირები

ფოტო: BH&G

პანდემიამ სისუფთავე განსაკუთრებულ აუცილებლობად აქცია, ამიტომ მარტივად რეცხვადი ქსოვილები ბევრად აქტუალურია. წელს მეტალის თუ შუშის დეტალები ინტერიერის განუყოფელ ნაწილად იქცევა.

3. თბილი, ბუნებრივი ფერები

ფოტო: BH&G

ფერთა პალიტრა 2021-ში დათბება. ბოლო დროის გამოწვევებმა სახლში კომფორტის მოწყობის, სიმშვიდის შენარჩუნების საჭიროება დაგვანახა. ამგვარად, თბილი ფერები და მიწისებრი ტონები ამ წლის მთავარი ტრენდი იქნება.

4. სიმშვიდის მომტანი ლურჯი

ფოტო: BH&G

ზემოთ ნახსენები ფერებისგან სრულიად განსხვავებული ლურჯი, მსუბუქი ჩრდილებით დამამშვიდებელ ეფექტს ქმნის. ლურჯის ღია ტონები ცის და წყლის ასოციაციას იწვევს, რაც განტვირთვაში გვეხმარება. ლურჯი უცვეთი ფერია და დაძაბულობის მოხსნაშიც გვეხმარება.

5. ბუნებრივი მასალები

ფოტო: BH&G

მოწნულმა ავეჯმა და ბამბუკის დეტალებმა ისევ წინ წამოიწია. ბუნებრივი მასალები: ღია ფერის ხე, თოკი, ტყავი, კერამიკა თუ ცოცხალი მცენარეები აქტუალობას მთელი წელი არ დაკარგავს.

6. დამოუკიდებელი ოთახები

ფოტო: BH&G

გასულმა წელმა ერთ ჭერქვეშ ცხოვრება გვასწავლა და პირადი სივრცის აუცილებლობაც უკეთ დაგვანახა, ამიტომ მკვეთრად გამიჯნული ოთახები მოთხოვნადი გახდა.

7. გადამუშავებადი მასალები

ფოტო: BH&G

ბუნებრივი, ხარისხიანი მასალები და ეკო-მეგობრული ნივთები წელს განსაკუთრებით აქტუალურია. გადამუშავებადი მასალით დამზადებული ავეჯი ამ წლის ინტერიერში კვალს აუცილებლად დატოვებს.

სახლის თანამედროვე, გამორჩეული დიზაინით მოწყობაში ამიერკავკასიაში ყველაზე დიდი სამშენებლო და სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტი მიჰაუსი დაგეხმარებათ. 12 000 კვ. მეტრზე გაშლილ სივრცეში თქვენ შეხვდებით 60 000-მდე დასახელების პროდუქციას მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან.

პროდუქციის ვირტუალურ ინტერიერში აღქმის შესაძლებლობით, ონლაინ მაღაზიით, სწრაფი მიტანის სერვისით, ლოიალურობის პროგრამებითა და სხვა უპირატესობებით მიჰაუსი თქვენი სახლის თუ სამუშაო სივრცის სიმყუდროვესა და კომფორტს უზრუნველყოფს.