2020 წლის მიწურულს ნეტფლიქსზე ახალი სერიალის Bridgerton (ბრიჯერტონები) პრემიერა შედგა და ის მაყურებლების ნამდვილ აღმოჩენად იქცა: ნეტფლიქსის პლატფორმაზე მას 63 მილიონზე მეტმა მომხმარებელმა უყურა და 25 დეკემბერს გამოსული სერიალი ამ მაჩვენებლით სტრიმინგ სერვისის ყველაზე წარმატებული პრემიერების სიაში მე-4 ადგილზე აღმოჩნდა.

თუ ეს სატელევიზიო შოუ უკვე თქვენც ნახეთ და თანამედროვე ელემენტებით ეკრანზე გაცოცხლებულმა მეცხრამეტე საუკუნის ბრიტანეთმა მოგხიბლათ, მაშინ დროა, გაიგოთ, რა ხდებოდა კამერის მიღმა და როგორ იქმნებოდა Shondaland-ის ეს ახალი გახმაურებული პროექტი.

1. სერიალი ამერიკელი მწერლის ჯულია ქუინის წიგნების სერიის ბრიჯერტონები მიხედვით გადაიღეს. სერია სულ ცხრა წიგნისგან შედგება, მათ შორის პირველი – The Duke and I (ჰერცოგი და მე) – 2000 წელს გამოქვეყნდა, მეცხრე წიგნი კი – The Bridgertons: Happily Ever After (ბრიჯერტონები: ცხოვრობდნენ ბედნიერად) –2013 წელს

ფოტო: Amazon

2. გადაღებების დაწყებამდე მსახიობებმა ფიბი დაენოვორმა და რეგე-ჟან პეიჯმა ექვსკვირიანი მომზადება გაიარეს: მათ ჰქონდათ ცეკვის, წერის, ცხენით ჯირითისა და ეტიკეტის სპეციალური გაკვეთილები

ფოტო: Netflix

3. მათ როლში შესასვლელად თავიდანვე გახურება მოუწიათ: გადასაღებ მოედანზე პირველივე დღეს დაფნასა და საიმონის ბიბლიოთეკაში სექსის სცენა გადაიღეს

ფოტო: Netflix

4. მსახიობ ნიკოლა კოფლენს, რომელიც სერიალში პენელოპეს განასახიერებს, თავისი სიმაღლის გამო თავიდან მაღალქუსლიანი ფეხსაცმელები ეცვა, თუმცა პირველივე დღეს სამჯერ წაქცევის შემდეგ მას სხვა მსახიობებთან "თვალის გასწორებაზე" უარის თქმა მოუწია

ფოტო: Netflix

5. გადამღებ ჯგუფსა და მსახიობებს ძალიან შეზღუდული დრო ჰქონდათ იმ სცენის გადასაღებად, რომელშიც საიმონი დედოფალ შარლოტას თავისი სიყვარულის შესახებ უამბობს: ამ დროს გადაღებები ლონდონში მდებარე ლანკასტერის მამულში მიმდინარეობდა, რომელიც ელიზაბეტ მეორეს (დიახ, თანამედროვე დედოფალს) სჭირდებოდა

ფოტო: Netflix

6. სპეციალურად ამ სერიალისთვის დაახლოებით 7 500 კოსტიუმი შეიქმნა

7. ფიბი დაენოვორს პირველ სეზონში 104 სამოსის მორგება მოუწია და მათგან მსახიობის ფავორიტი ის კაბაა, რომელიც დაფნას პორტრეტის შექმნისას აცვია

ფოტო: Netflix

8. ნიკოლა კოფლენისთვის პენელოპეს პარიკისა და კოსტიუმის მორგებას ორი საათი სჭირდებოდა

9. სექსის ყველა სცენა წინასწარ იყო დადგმული და მისი თითოეული დეტალი მსახიობებთან შეთანხმებული, რათა მათ თავი ბოლომდე კომფორტულად ეგრძნოთ

ფოტო: Netflix

10. სცენისთვის, სადაც საიმონი და დაფნა ერთმანეთს ბაღში კოცნიან, ძალიან დიდხანს არჩევდნენ მაქსიმალურად იდეალურ გარემოს

ფოტო: Netflix

11. ეტლში განვითარებული სცენების უმეტესობა ხელოვნურ გარემოშია გადაღებული: ეტლები რეალური არ არის, მათ უბრალოდ ამოძრავდნენ და ცხენების ხმის დამატებით მგზავრობის ილუზიაც შექმნეს

ფოტო: Netflix

12. რეგე-ჟან პეიჯი როლში უკეთ შესასვლელად გადაღებებზე სულ უსმენდა ისეთ ცნობილ მუსიკოსებს, როგორებიც ნინა სიმონე, ვივალდი და Deftones არიან