გადაცემების შეჩერების გამო, GDS-ის საკითხს კომუნიკაციების კომისია შეისწავლის
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია ტელეკომპანია GDS-ის საკითხს შეისწავლის. არხზე ერთი თვეა არ გადის საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროგრამები, მათ შორის გადაცემა 2030, რომლის განთავსების ვალდებულებაც მაუწყებელს კანონით აქვს.
„გადავამოწმეთ ტელეკომპანიის მიერ წარმოდგენილი სამაუწყებლო ბადეები და მსგავსი შინაარსის [საზოგადოებრივ-პოლიტიკური] პროგრამები არ არის. ეს ჰგავს ტელეკომპანია იმედის მსგავს შემთხვევას, როცა საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემები დაიხურა. იმ შემთხვევაშიც გაუგზავნა კომისიამ კომპანიას და ამ საკითხთან დაკავშირებით განმარტება მოსთხოვა,“ - აღნიშნა კომისიის პრესსპიკერმა, ხატია ყურაშვილმა, რომლის თქმითაც, მიღებული პასუხიდან გამომდინარე მიიღებს კომისია გადაწყვეტილებას.
ტელეკომპანია GDS ავტორიზაცია საერთო მაუწყებლობაზე აქვს გავლილი, რაც მას არანაკლებ 2 თემატიკის, მათ შორის, ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკური თემატიკის, პროგრამებით მაუწყებლობას ავალდებულებს.
იმისთვის რომ GDS-ს სანქცია არ დაეკისროს, ორი გზა არსებობს:
- დაიწყოს საზოგადოებრივ-პოლიტკური პროგრამების გაშვება;
- ავტორიზების მოდიფიცირება მოახდინოს და სპეციალიზირებული მაუწყებელი გახდეს, რაც საინფორმაციო პროგრამის შეჩერებასაც ავალდებულებს.
იმ შემთხვევაში, თუ ტელეკომპანია რომელიმე გზას არ აირჩევს, საწყის ეტაპზე, ჯერ წერილობით გააფრთხილებენ, შემდეგ ფინანსურად დაჯარიმდება, ბოლოს კი - ავტორიზაცია შეუჩერდება. ავტორიზაციის შეჩერება მაუწყებლობის უფლების შეწყვეტას ნიშნავს.
კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც GDS-ს შესაძლოა ავტორიზაციის მოდიფიცირება მოუწიოს, მისი პოლდინგ იმედში გაერთიანებაა. ამ ჰოლდინგში GDS-ის გარდა, იმედსა და მაესტროსაც საერთო მაუწყებლობაზე აქვთ ავტორიზაცია გავლილი, სამივე მათგანი მთელი საქართველოს მასშტაბით ვრცელდება, აქვთ საინფორმაციო გამოშვებები, პოლიტიკური და გასართობ-შემეცნებითი პროგრამები.
მაუწყებლობის შესახებ კანონში (მუხლი 60) არსებობს ნორმა, რომელიც პირს უკრძალავს ერთსა და იმავე გავრცელების არეალში ფლობდეს ერთზე მეტ საერთო სატელევიზიო არხს. რაც იმას ნიშნავს, რომ ერთ ჰოლდინგში გაერთიანებით ამ სამი ტელეკომპანიიდან - იმედი, მაესტრო და GDS, მინიმუმ რომელიმე ორს საინფორმაციო და საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროგრამების შეჩერება და სპეციალიზირებული მაუწყებლობის დაწყება მოუწევთ.
-
გადახედვა"ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს "ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
-
-
გადახედვადაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე დაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე
-
-
გადახედვაყალბი ჯანმრთელობის ცნობა 2000 დოლარის სანაცვლოდ — სუსმა რუსთავის პოლიკლინიკის დირექტორი და ექიმი ამხილა ყალბი ჯანმრთელობის ცნობა 2000 დოლარის სანაცვლოდ — სუსმა რუსთავის პოლიკლინიკის დირექტორი და ექიმი ამხილა
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
კომენტარები