საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, მუხიანში, სავაჭრო ცენტრ ჩემპიონში ხანძარსაქრობი სამუშაოებისას მეხანძრე-მაშველებმა შენობაში ლეკვი იპოვეს და გადაარჩინეს.

ხანძარი ლიკვიდირებულია და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

უწყების ინფორმაციით, ცეცხლი ორ ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებულ შენობას გაუჩნდა, სადაც განთავსებული იყო სხვადასხვა დანიშნულების სასაწყობე ფართები და საამქროები.