ფორმულა კრეატივის პოპულარული სერიალის, თესეას მეორე სეზონის გამოსვლის თარიღი ცნობილია — ქართული ტელეშოუ ეკრანზე 16 იანვარს ბრუნდება.

სერიალის გამოსვლის თარიღის დაანონსებასთან ერთად, ფეისბუქგვერდმა მეორე სეზონიდან თიზერიც გამოაქვეყნა, რითიც მაყურებლის მოლოდინი კიდევ უფრო გაამძაფრა.

მეორე სეზონში, პირველის მსგავსად, 12 ეპიზოდი იქნება. ახალი სეზონში ძველი სამსახიობო გუნდი ბრუნდება და სიუჟეტის ხაზი წინა სეზონის დასასრულიდან გრძელდება.

თესეა 6 კვირის განმავლობაში, ყოველ შაბათ-კვირას გავა ტელეკომპანია ფორმულას ეთერში, 22:00 საათზე.

სერიალში მთავარ როლს მუსიკოსი ზურა ჯავახია ასრულებს. სცენარის ავტორი ქეთი დევდარიანია, რეჟისორი კი — გიორგი ლიფონავა. თესეას პირველი სეზონის პრემიერა ტელეკომპანია ფორმულაზე 3 ივლისს შედგა.

გაზაფხულზე იგეგმება ფორმულა კრეატივის კიდევ ერთი პოპულარული პროექტის, ჩემი ცოლის დაქალების დაბრუნებაც.