ბრიტანელმა ფოტოგრაფმა და ავტორმა, მარკ ფაუერმა, ინსტაგრამის საკუთარ გვერდზე ტყიბულელი მაღაროელების ფოტოები გამოაქვეყნა, რომლებიც, როგორც თავად ამბობს, 2009 წლის მარტშია გადაღებული.

ფაუერი, რომელიც Magnum-ის ფოტოგრაფების სრულფასოვანი წევრი 2007 წელს გახდა, საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის, ნიკა რურუას, მოწვევით 2009 წელს იმყოფებოდა ჩვენს ქვეყანაში ცხრა სხვა ფოტოგრაფთან ერთად. მათ საქართველოში ორი კვირა უნდა დაეყოთ და წინასწარ შერჩეულ თემაზე ემუშავათ. 10 ფოტოგრაფის ნამუშევრებით, საბოლოოდ, წიგნი ქართული გაზაფხული შეიქმნა.

ფოტო: marktpower / Instagram

ფოტო: marktpower / Instagram

მარკს თემად "ინდუსტრია და ეკონომიკა" შეხვდა, რამაც, მისივე თქმით, შთამბეჭდავი ადგილების მონახულების და გზად გადაყრილი მოულოდნელობების განცდის შესაძლებლობა მისცა.

ფოტო: marktpower / Instagram

ფოტო: marktpower / Instagram

მას შემდეგ, რაც ფაუერის არქივის მის გვერდზე განთავსებას გამომწერების დადებითი გამოხმაურება მოჰყვა, ფოტოგრაფმა ახლო ხედით ნაჩვენები სახეების სურათები ატვირთა, რომლებიც, როგორც ერთ-ერთი ინტერნეტმომხმარებელი კომენტარებში აღნიშნავს, მაღაროელების განმაცვიფრებელ გამომეტყველებას ასახავს.

ფოტო: marktpower / Instagram

ფაუერის მიერ საქართველოში გადაღებული სურათების დათვალიერება ფოტოგრაფის ვებგვერდზე შეგიძლიათ.