გეოლოგებმა არიზონის უდაბნოში დედამიწის ყველაზე დიდი ნაპრალი აღმოაჩინეს, რომლის სიგრძეც 3 კილომეტრზე მეტია.

ფოტო: sciencealert

როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, ახლადაღმოჩენილი ბზარი ნებისმიერ სხვა ნაპრალზე მინიმუმ 800 მეტრით დიდია.

მსგავსი ნაპრალები უდაბნოში პირველად მე-20 საუკუნეში შენიშნეს. როგორც მოგვიანებით გაირკვა, მათი წარმოქმნის მიზეზი მიწიდან წყლის ჭარბი რაოდენობით ამოტუმბვა გახდა. უდაბნოს ზოგიერთი ადგილიდან ადამიანები 500-ჯერ უფრო სწრაფად იღებდნენ მიწისქვეშა წყლებს, ვიდრე ბუნებრივად აღდგენა ხდებოდა, ნაპრალის გაჩენაც სწორედ მიწის გამოშრობას უკავშირდება. გეოლოგები აღნიშნავენ, რომ ეს ტენდენცია ძალიან სახიფათოა.