ვაქცინის მიღება ეთიკური ვალდებულებაა — პაპი ფრანცისკე
კათოლიკე ეკლესიის მეთაურის, პაპ ფრანცისკეს განცხადებით, კორონავირუსის ვაქცინით აცრა ეთიკური ვალდებულებაა, მასზე უარის თქმა კი — საკუთარი და სხვათა ჯანმრთელობის საფრთხის ქვეშ დაყენება. ამიტომ, მან ხალხს მოუწოდა, "თვითმკვლელობისკენ" ნაბიჯი არ გადადგან და აიცრან. პაპმა ასევე დასძინა, რომ ვატიკანში ვაქცინაცია მომდევნო კვირას დაიწყება, თავად კი მისი მიღების რიგშია. ამის შესახებ მან იტალიური ტელევიზიისთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.
"ვაქცინის მიღება ეთიკური ვალდებულებაა. ვატიკანში აცრებს მომდევნო კვირიდან დავიწყებთ, მე კი მისი მიღების რიგში ვარ", — აღნიშნა 84 წლის ფრანცისკემ, რომელიც ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, კორონავირუსით დაინფიცირების მაღალი რისკის ჯგუფში შედის.
ფრანცისკემ ასევე ისაუბრა აშშ-ში განვითარებულ მოვლენებსა და კაპიტოლიუმზე თავდასხმაზე.
"გაოცებული ვიყავი, რადგან ამერიკელი ხალხი დემოკრატიული წესრიგის მოყვარულია... თუმცა, ეს რეალობაა და უფრო გამოცდილ გარემოშიც ყოველთვის ხდება რაღაც არასწორი, როცა ადამიანები საზოგადოების, დემოკრატიისა და საერთო კეთილდღეობის წინააღმდეგ მიდიან", — აღნიშნა რომის პაპმა და დასძინა, რომ ძალადობა "უნდა დაიგმოს".
ვაქცინა "მორალურად მისაღებია" — ვატიკანი
ვაქცინის მიღების საშუალებებთან დაკავშირებით გავრცელებული ხმების შემდეგ, გასული წლის დეკემბერში ვატიკანმა განაცხადა, რომ ვაქცინაცია "მორალურად მისაღებია". აბორტის მოწინააღმდეგე ჯგუფებმა გაავრცელეს არაზუსტი ინფორმაცია, რომ კორონავირუსის ვაქცინები მოცილებული ნაყოფის უჯრედებიდან მზადდებოდა. რეალურად, ვაქცინის მიღების ის ხერხი, რომელზეც საუბრობდნენ, ლაბორატორიაში ათწლეულებით ადრე ქსოვილიდან აღდგენილ და გაზრდილ უჯრედებს იყენებს.
"კორონავირუსის ვაქცინა, რომლის კვლევის და წარმოების პროცესშიც მოცილებული ნაყოფის უჯრედებია გამოყენებული, მორალურად მისაღებია", — განაცხადა ვატიკანის წარმომადგენლობამ პაპის თანხმობით.
2020 წელს პაპმა ფრანცისკემ საშობაო მიმართვისას ვაქცინის ხელმისაწვდომობაზეც გაამახვილა ყურადღება და მსოფლიო ლიდერებს მოუწოდა, ამის უზრუნველყოფა მოახერხონ.
ახალ წელს გავრცელებულ განცხადებაში კათოლიკე ეკლესიის მეთაურმა ის ადამიანებიც გააკრიტიკა, ვინც დღესასწაულებზე საზღვარგარეთ იმოგზაურა. მან დასძინა, რომ "ჩვენ არ ვიცით, რას მოგვიტანს 2021, თუმცა რისი გაკეთებაც ყველა ჩვენგანს შეუძლია — ეს ერთმანეთზე ზრუნვის ცოტათი მეტი მცდელობაა, მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ საკუთარ ინტერესებზე ზრუნვის ცდუნებაც დიდია".
-
-
გადახედვაყალბი მართვის მოწმობების დამზადება-გასაღების ფაქტზე ოთხი პირი დააკავეს ყალბი მართვის მოწმობების დამზადება-გასაღების ფაქტზე ოთხი პირი დააკავეს
-
-
გადახედვაბრიტანულმა კომპანიამ "უჩინმაჩინის ფარის" გაყიდვა დაიწყო ბრიტანულმა კომპანიამ "უჩინმაჩინის ფარის" გაყიდვა დაიწყო
-
გადახედვატეილორ სვიფტის ბრიტანელმა ფანებმა ყალბი ბილეთებით $1 მილიონზე მეტი იზარალეს ტეილორ სვიფტის ბრიტანელმა ფანებმა ყალბი ბილეთებით $1 მილიონზე მეტი იზარალეს
-
-
-
გადახედვააპრილში მოსამართლეების სახელფასო დანამატებისთვის 1 მილიონ 300 ათას ლარზე მეტია გაწერილი აპრილში მოსამართლეების სახელფასო დანამატებისთვის 1 მილიონ 300 ათას ლარზე მეტია გაწერილი
-
გადახედვამეცნიერებმა გადაშენების საფრთხის ქვეშ მყოფი ქრცვინის კლონები შექმნეს მეცნიერებმა გადაშენების საფრთხის ქვეშ მყოფი ქრცვინის კლონები შექმნეს
-
გადახედვაკგბ-სა და ეფ-ეს-ბეს მიერ შექმნილი ინსტიტუტი, თბილისში "ტრადიციული ღირებულებების შესახებ" კონფერენციას მართავს — აგენტსტვო კგბ-სა და ეფ-ეს-ბეს მიერ შექმნილი ინსტიტუტი, თბილისში "ტრადიციული ღირებულებების შესახებ" კონფერენციას მართავს — აგენტსტვო
-
გადახედვაროგორია ჰიპოთეზური ნაწილაკი, რომელიც "სინათლის სიჩქარეზე სწრაფად მოძრაობს" — კვლევა როგორია ჰიპოთეზური ნაწილაკი, რომელიც "სინათლის სიჩქარეზე სწრაფად მოძრაობს" — კვლევა
-
გადახედვაჯანდაცვის მინისტრს ახალი მოადგილეები ჰყავს — რა ვიცით მათზე ჯანდაცვის მინისტრს ახალი მოადგილეები ჰყავს — რა ვიცით მათზე
-
გადახედვაზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტის საბოლოო პროექტი მომზადდა — რას ითვალისწინებს ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტის საბოლოო პროექტი მომზადდა — რას ითვალისწინებს
-
-
-
გადახედვაNASA-ს ზონდმა იუპიტერის თანამგზავრზე ლავის ტბა დააფიქსირა — ნახეთ ვიდეო NASA-ს ზონდმა იუპიტერის თანამგზავრზე ლავის ტბა დააფიქსირა — ნახეთ ვიდეო
-
-
-
გადახედვაკობახიძე: თბილისში 70 ათას მაყურებელზე გათვლილი სტადიონი აშენდება, შევიტანთ განაცხადს 2028 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალის მასპინძლობაზე კობახიძე: თბილისში 70 ათას მაყურებელზე გათვლილი სტადიონი აშენდება, შევიტანთ განაცხადს 2028 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალის მასპინძლობაზე
-
-
გადახედვასაოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, ქარელის რაიონში უკანონოდ დააკავეს საქართველოს 2 მოქალაქე საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, ქარელის რაიონში უკანონოდ დააკავეს საქართველოს 2 მოქალაქე
კომენტარები