შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულია 1990 წელს დაბადებული ადამიანი, რომელმაც სანადირო თოფით მეზობელი მოკლა. უწყების განცხადებით, იგი დანაშაულს აღიარებს.

გამოძიების ვერსიით, ბრალდებულმა 9 იანვარს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარძიაში, შურისძიების მოტივით სანადირო თოფიდან 1963 წელს დაბადებულ მეზობელს ესროლა. დაჭრილი კაცი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.

გამოძიება განზრახ მკვლელობის საქმეზე სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.