საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ ღამით ხანძრის ახალი კერები გაჩნდა გურიაში, მამათში და სამცხე-ჩავახეთში, ასპინძაში. ამ დროისთვის ორივე ცეცხლი ჩამქრალია.

უწყებაში აცხადებენ, რომ ერთი კერაა დარჩენილი სამეგრელოში — დობერაზენში ხანძარი ლოკალიზებულია და მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები.

ამასთან, ძლიერი ხანძარია ოკუპირებულ გაგრაში. ადგილიდან გავრცელებული ვიდეოებიდან და ფოტოებიდან ჩანს, რომ ცეცხლი დასახლებულ პუნქტს უახლოვდება. საქართველოს ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ დახმარება შესთავაზეს და პასუხის მიღებისთანავე ჩაერთვებიან ხანძრის ქრობის პროცესში.