დედოფალმა და ჰერცოგმა Covid-19-ის წინააღმდეგი ვაქცინა გაიკეთეს. ვაქცინა უინძორების სასახლის ექიმის მიერ გაკეთდა.

94 წლის დედოფალი და 99 წლის პრინცი ფილიპი გაერთიანებულ სამეფოში დაახლოებით იმ 1.5 მილიონ ადამიანს შორის არიან, რომლებსაც ამ დროისთვის კოვიდის ვაქცინის მინიმუმ ერთი დოზა აქვთ მიღებული.

მას შემდეგ, რაც დედოფალმა და პრინცმა ბერკშირის რეზიდენციაში შობა მოკრძალებულად იზეიმა, ლოკდაუნის პერიოდში ლონდონში ყოფნა ამჯობინეს.

გასულ თვეს, კორონაპანდემიის დაწყების შემდეგდედოფალი სამეფო ოჯახის რამდენიმე წევრთან ერთად პირველად გამოჩნდა. 2020 წელს 7 თვის მანძილზე (მარტიდან ოქტომრამდე) სამეფო რეზიდენციის გარეთ სახალხო შეხვედრები არ გაუმართავს. ამ პერიოდში, მისი უფროსი შვილი, 72 წლის პრინცი ჩარლზი კორონავირუსით დაინფიცირდა.

პარასკევს ბრიტანეთმა აშშ-ს კომპანია Moderna-ს ვაქცინა დაამტკიცა. ხოლო ქვეყანაში უკვე დამტკიცებული იყო Pfizer-BioNTech-სა და Oxford-AstraZeneca-ს ვაქცინა. უცნობია, რომელი ვაქცინა გაიკეთეს დედოფალმა და პრინცმა ფილიპმა.