დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05
მთავრობის ცხელი ხაზი 144

გორში, კლინიკა გორმედში Covid-19-ით ექიმი, მირიან არსაკიძე, 8 იანვარს, გარდაიცვალა. როგორც საავადმყოფოში On.ge-ს განუცხადეს, 65 წლის ექიმი დაწესებულებაში 20 დეკემბრიდან მკურნალობდა. სხვა დამატებით დეტალებზე კლინიკაში არ საუბრობენ.

9 იანვრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 2 058 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა — 529, ხოლო გარდაიცვალა — 22 პირი.

დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 238 086-ს, ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 224 718-მდე, ხოლო გარდაიცვალა სულ 2 750 პირი.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე: