ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში საერთაშორისო სამშვიდობო მისიის შესრულების მიზნით, საქართველოს თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობის 32-ე ქვეითი ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეების მეოთხე ნაკადი გაემგზავრა.

"ქართველი მშვიდობისმყოფელები ნატოს ეგიდით მიმდინარე მტკიცე მხარდაჭერის მისიას 6 თვის განმავლობაში ამერიკული სარდლობის დაქვემდებარებაში შეასრულებენ. ქვედანაყოფის მთავარი ამოცანა ბაგრამის საავიაციო ბაზის უსაფრთხოების დაცვა იქნება. უახლოეს დღეებში როტაცია დასრულდება და 32-ე ბატალიონი უფლებამოსილებას მე-13 ბატალიონისგან სრულად გადაიბარებს", — ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

III ქვეითი ბრიგადის 32-ე ბატალიონმა მტკიცე მხარდაჭერის მისიის (RSM)გადასროლისწინა მომზადების დასკვნითი და ოთხთვიანი ინტენსიური მომზადების ყველა სხვა ეტაპი საქართველოში გაიარა.