ინდონეზიის მთავრობის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ინდონეზიურმა სამგზავრო ლაინერის ნაწილებს, რომელიც ქალაქ ჯაკარტიდან აფრენის შემდეგ რადარებიდან 4 წუთში გაუჩინარდა, ზღვაში მიაგნეს. The New York Times-ი ინდონეზიის მთავრობის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით წერს, რომ ავიალაინერის ნაწილები, სავარაუდოდ, იავის ზღვის კუნძულ მალეს მახლობლად აღმოაჩინეს. მედიის ინფორმაციით, თვითმფრინავში 60-ზე მეტი ადამიანი იმყოფებოდა.

ოფიციალური პირების განცხადებით, Sriwijaya Air Boeing 737-მა კონტაქტი დასავლეთ კალიმანტანის პროვინციაში პონტიანაკისკენ მიმავალ გზაზე დაკარგა.