ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ლეწურწუმეში კაცი მოკლეს, ბრალდებულია შვილი.

შსს-ს ინფორმაციით, ბრალდებულმა თვითდაზიანებები მიიყენა. იგი საავადმყოფოში გადაიყვანეს და ამჟამად მკურნალობას სამართალდამცავების ზედამხედველობის ქვეშ აგრძელებს.

როგორც On.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.