ტვიტერმა ტრამპს ანგარიში სამუდამოდ დაუბლოკა
ძალადობის შემდგომი წაქეზების რისკის გამო, ამერიკის მოქმედ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ანგარიში ტვიტერმა სამუდამოდ დაუბლოკა. კომპანიაში განაცხადეს, რომ გადაწყვეტილება მისი ბოლოდროინდელი ტვიტების განხილვის შემდეგ მიიღეს.
BBC-ის ცნობით, კანონმდებელთა და ცნობილ ადამიანთა ნაწილი წლებია, სოციალურ ქსელში ტრამპის ანგარიშის სამუდამოდ აკრძალვას ითხოვდა.
სამომხმარებლო წესების დარღვევისა და ძალადობის წამახალისებელი ტვიტების გამო, აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ტვიტერის ანგარიში 12 საათით, 7 იანვარსაც, დაიბლოკა. კომპანიაში განაცხადეს, თუ ტრამპი აღნიშნულ პოსტებს არ წაშლიდა, ანგარიშს განმეორებით დაბლოკავდნენ.
ეს პირველი ე.წ. სანქცია არ არის, რომელიც Twitter-მა დღეს ტრამპის წინააღმდეგ გამოიყენა. ამას წინ უძღოდა პოსტების მონიშვნა ძალადობის რისკის შემცველად, ინტერაქციის შეზღუდვა და მათი წაშლა. იგივე პოსტები გაქრა ტრამპის Facebook-ის ანგარიშიდანაც.
წაშლილი პოსტებიდან ერთ-ერთი ტრამპი მხარდამჭერებს, მათ შორის კაპიტოლიუმში შეჭრილებს "განსაკუთრებულს" უწოდებდა და ამბობდა, რომ ისინი უყვარს. მეორეში კი მათ საქციელს ამართლებდა და აცხადებდა, რომ ასე იქცევიან ადამიანები, რომლებსაც არჩევნები წაართვეს. ტრამპის ეს განცხადებები ძალადობის წახალისებად შეფასდა.
მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ დონალდ ტრამპის ანგარიშები დაიბლოკა ფეისბუქსა და ინსტაგრამზეც.
6 იანვარს ვაშინგტონში, კაპიტოლიუმთან მიმდინარე ტრამპის მხარდამჭერების აქცია დაპირისპირებაში გადაიზარდა. დემონსტრანტებმა ბარიერი გაარღვიეს და შენობაში შეიჭრნენ. კონგრესში ევაკუაცია გამოცხადდა, ქალაქში კი კომენდანტის საათი.
შეწყდა სხდომა, რომელზეც არჩევნების შედეგები უნდა დაემტკიცებინათ. სწორედ ამას აპროტესტებდნენ ტრამპის მხარდამჭერები, რადგან მოქმედ პრეზიდენტს სჯერა, რომ მან გაიმარჯვა და არჩევნები გაყალბდა.
რამდენიმესაათიანი არეულობის შემდეგ სენატში სხდომა განახლდა. ბოლო ინფორმაციით, ხუთი ადამიანი გარდაიცვალა. ერთ-ერთ ქალს კაპიტოლიუმში პოლიციამ შეჭრის დროს ესროლა.
არეულობის შედეგად დაშავდა პოლიციის სულ მცირე 14 თანამშრომელი. ბოლო მონაცემებით, დაკავებულია 52 პირი: 4 ლიცენზიის გარეშე იარაღის ტარებისთვის, 1 აკრძალული იარაღის ტარებისთვის, 47 კი კომენდანტის საათის დარღვევისთვის.
ტრამპის მხარდამჭერების მიერ ორგანიზებული არეულობის მიუხედავად, 7 იანვარს, აშშ-ს კონგრესმა საპრეზიდენტო არჩევნებში დემოკრატი ჯო ბაიდენის გამარჯვება ოფიციალურად დაამტკიცა.
სენატმა და წარმომადგენელთა პალატამ უარყვეს მოთხოვნები ჯორჯიასა და პენსილვანიაში ბაიდენისთვის ხმების გაუქმებასთან დაკავშირებით. რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენლები ასევე აპროტესტებდნენ არიზონას, ნევადისა და მიჩიგანის შედეგებსაც.
საბოლოოდ კონგრესმა ამომრჩეველთა კოლეგიის ხმების დაამტკიცა, რომელიც ასე გადანაწილდა:
- ჯო ბაიდენი — 306;
- დონალდ ტრამპი — 232.
არჩეული პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი და არჩეული ვიცე-პრეზიდენტი, კამალა ჰარისი უფლებამოსილებას 20 იანვარს, ინაუგურაციის შემდეგ შეუდგებიან. მანამდე კი ხელისუფლების გადაბარების პროცესი იქნება.
გაიგეთ მეტი:
- კაპიტოლიუმში ძალადობა და დესტრუქცია ახლავე უნდა შეწყდეს — მაიკ პენსი აშშ-ს მიმართავს
- ტრამპმა ვიდეომიმართვა გაავრცელა: ის ისევ გაყალბებულ არჩევნებზე საუბრობს და მხარდამჭერებს დაშლას ურჩევს
- ბორის ჯონსონი აშშ-ის კონგრესში განვითარებულ მოვლენებს სამარცხვინოს უწოდებს
- დემოკრატიული არჩევნების შედეგებს პატივი უნდა სცენ — სტოლტენბერგი კაპიტოლიუმში შეჭრაზე
-
გადახედვავაშაძე: ივანიშვილმა და მისმა დაჯგუფებამ გადაწყვიტეს, საკუთარ მოქალაქეებს კონტრაქცია გაუმართოს, რას ითხოვთ, ევროკავშირში არ შევიდეთ? ვაშაძე: ივანიშვილმა და მისმა დაჯგუფებამ გადაწყვიტეს, საკუთარ მოქალაქეებს კონტრაქცია გაუმართოს, რას ითხოვთ, ევროკავშირში არ შევიდეთ?
-
გადახედვა5-თვიანი სიჩუმის შემდეგ Voyager 1-სგან მონაცემები მივიღეთ 5-თვიანი სიჩუმის შემდეგ Voyager 1-სგან მონაცემები მივიღეთ
-
გადახედვადღეს მე ვარ ძლიერი ქალი, რომელიც მომავალს პოზიტიურად უყურებს — სელინ დიონი დღეს მე ვარ ძლიერი ქალი, რომელიც მომავალს პოზიტიურად უყურებს — სელინ დიონი
-
გადახედვაპაპუაშვილი: საქართველოში ევროკავშირის დაფინანსებაც გაუმჭვირვალეა დარწმუნებული ვარ,ბორელს კანონპროექტი წაკითხული არ აქვს პაპუაშვილი: საქართველოში ევროკავშირის დაფინანსებაც გაუმჭვირვალეა დარწმუნებული ვარ,ბორელს კანონპროექტი წაკითხული არ აქვს
-
-
-
-
-
გადახედვაბრიტანულმა კომპანიამ "უჩინმაჩინის ფარის" გაყიდვა დაიწყო ბრიტანულმა კომპანიამ "უჩინმაჩინის ფარის" გაყიდვა დაიწყო
-
გადახედვაNASA-ს ხელმძღვანელის თქმით, ჩინეთი კოსმოსში გასაიდუმლოებულ სამხედრო ექსპერიმენტებს ატარებს NASA-ს ხელმძღვანელის თქმით, ჩინეთი კოსმოსში გასაიდუმლოებულ სამხედრო ექსპერიმენტებს ატარებს
-
გადახედვატეილორ სვიფტის ბრიტანელმა ფანებმა ყალბი ბილეთებით $1 მილიონზე მეტი იზარალეს ტეილორ სვიფტის ბრიტანელმა ფანებმა ყალბი ბილეთებით $1 მილიონზე მეტი იზარალეს
-
გადახედვასაერთაშორისო კოსმოსურ სადგურში ბაქტერიებმა მუტაცია განიცადეს საერთაშორისო კოსმოსურ სადგურში ბაქტერიებმა მუტაცია განიცადეს
-
-
-
გადახედვამეცნიერებმა გადაშენების საფრთხის ქვეშ მყოფი ქრცვინის კლონები შექმნეს მეცნიერებმა გადაშენების საფრთხის ქვეშ მყოფი ქრცვინის კლონები შექმნეს
-
გადახედვაკგბ-სა და ეფ-ეს-ბეს მიერ შექმნილი ინსტიტუტი, თბილისში "ტრადიციული ღირებულებების შესახებ" კონფერენციას მართავს — აგენტსტვო კგბ-სა და ეფ-ეს-ბეს მიერ შექმნილი ინსტიტუტი, თბილისში "ტრადიციული ღირებულებების შესახებ" კონფერენციას მართავს — აგენტსტვო
-
გადახედვაროგორია ჰიპოთეზური ნაწილაკი, რომელიც "სინათლის სიჩქარეზე სწრაფად მოძრაობს" — კვლევა როგორია ჰიპოთეზური ნაწილაკი, რომელიც "სინათლის სიჩქარეზე სწრაფად მოძრაობს" — კვლევა
-
გადახედვაჯანდაცვის მინისტრს ახალი მოადგილეები ჰყავს — რა ვიცით მათზე ჯანდაცვის მინისტრს ახალი მოადგილეები ჰყავს — რა ვიცით მათზე
-
-
გადახედვაზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტის საბოლოო პროექტი მომზადდა — რას ითვალისწინებს ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტის საბოლოო პროექტი მომზადდა — რას ითვალისწინებს
-
კომენტარები