ოკუპირებული აფხაზეთის ადგილობრივი გამოცემა Аҧсны иахьа [აფხაზეთი დღეს] ავრცელებს ინფორმაციას, რომ გაგრაში ხანძარი დასახლებულ პუნქტს უახლოვდება. როგორც ისინი იუწყებიან, ცეცხლი სანატორიუმ მოსკოვთან და საცხოვრებელ სახლთან ახლოს არის.

В СТАРОЙ ГАГРЕ БУШУЮТ ПОЖАРЫ В районе санатория «Москва» в Старой Гагре с восточной стороны огонь спускается и...

Posted by Медиа-клуб «Аҧсны.иахьа» on Friday, 8 January 2021

გაგრის ტყეებში უკვე რამდენიმე დღეა ძლიერი ხანძარია. ოკუპირებული გაგრის სამაშველო-სახანძრო შტაბის ხელმძღვანელის, დავიდ ბგანგბას თქმით, მეხანძრეებს შეუძლიათ დასახლებული პუნქტის უსაფრთხოება უზრუნველყონ, თუმცა რთულადმიღწევად ადგილებში ცეცხლის ჩაქრობა არ შეუძლიათ, რადგან ამისთვის შესაბამისი ტექნიკა არაა.

ოკუპირებულ აფხაზეთში ხანძარი 4 იანვარს გალის რაიონში გაჩნდა. საგანგებო სიტუაციების დე ფაქტო სამსახურის განმარტებით, 600 ჰექტარზე მინდვრები და ტყეები იწვოდა. ჯამში სტიქიამ 9 სოფელი მოიცვა.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის, თეა ახვლედიანის განცხადებით, ისინი დე ფაქტო ხელისუფლებასთან რეგულარულ, ინტენსიურ კომუნიკაციაზე არიან და მათგან კონკრეტული პასუხის მიღებისთანავე ჩაერთვებიან პროცესში.