შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით კიდევ ერთი, 32 წლის პირი დააკავეს. ამავე საქმესთან დაკავშირებით, ასევე, ბრალდებულის სახით დაკავებულია 38 წლის პირი.

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა დაგეგმეს ნაცნობი, 27 წლის ქალის დაყაჩაღება.

სამართალდამცველებმა ნივთმტკიცების სახით ყაჩაღობის გზით, მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებული ოქროს სამკაულები ამოიღეს.

შსს-ს ცნობით, გამოძიება მიმდინარეობს ჯგუფურად ჩადენილ ყაჩაღობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით, რაც 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.