ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ამბობს, რომ სამინისტრო შეიმუშავებს გეგმას, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.

"მნიშვნელოვანი არის, რომ დაცული იყოს უსაფრთხოების ყველა ზომა. აქედან გამომდინარე, ჩვენ გვექნება გეგმა, რომ აუცილებლად ჩატარდეს ინტენსიური ტესტირება იმისათვის, რომ უზრუნველვყოთ პატრიარქის უსაფრთხოება", — განაცხადა ტიკარაძემ იმედთან კომენტარში.

დღეს, 8 იანვარს, პატრიარქის მდივან-რეფერანტს, შორენა თეთრუაშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა. იგი 4 იანვარს, საპატრიარქოში ილია მეორის დაბადების დღისადმი მიძღვნილ საღამოს დაესწრო. საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მიერ გავრცელებულ ვიდეოში ილია მეორეს სიახლოვეს მოძრავი შორენა თეთრუაშვილიც ჩანს. პატრიარქის ექიმის, ცისანა შარტავას თქმით, თეთრუაშვილს პატრიარქთან კონტაქტი არ ჰქონია.

გაიგეთ მეტი: