ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, მოლოდინია, რომ თებერვალში საქართველოსთვის კოვაქს პლატფორმიდან გარკვეული მოცულობის ვაქცინაცია გამოიყოს, რომელიც რისკ ჯგუფების წარმომადგენლებზე გადანაწილდება.

"დღეის მდგომარეობით ჩვენ გვაქვს ინტენსიური მოლაპარაკებები, რაც გულისხმობს იმას, რომ თებერვლის თვეში ველოდებით საქართველოსთვის კოვაქს პლატფორმიდან გარკვეული ვაქცინაციის მოცულობას, რომელიც შესაბამისად იქნება გადანაწილებული იმ მოწყვლად ჯგუფებზე, რომლისთვისაც ვირუსის გავრცელება არის ყველაზე მეტად რისკის შემცველი", — განაცხადა ტიკარაძემ იმედის ეთერში.

რამდენიმე ქვეყანამ, მათ შორის ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, უკვე დაიწყო კორონავირუსზე ვაქცინაცია. საქართველოში ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები ვაქცინის შემოსვლას გაზაფხულიდან ვარაუდობენ.