შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ზუგდიდში დააკავეს პირი, რომელმაც თავისი ნაცნობი ქალის ჯგუფური დაყაჩაღება დაგეგმა.

შსს-ს ცნობით, ბრალდებული თავის ნაცნობ ქალთან ერთად ავტომობილში იმყოფებოდა, რა დროსაც მათ ყაჩაღურად თავს დაესხნენ და ქალს ძალადობის მუქარით ოქროს სამკაულები გასტაცეს.

შსს-ს ცნობით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურად ჩადენილ ყაჩაღობას გულისხმობს.

ასევე, უწყების ცნობით, დანაშაულში მონაწილე სხვა პირთა დადგენა-დაკავების მიზნით გრძელდება საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებები.