შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის, თეა ახვლედიანის განცხადებით, Covid-19-თან დაკავშირებით აფხაზეთის რეგიონს მნიშვნელოვანი დახმარება გაუწიეს, თუმცა ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის დესტრუქციული პოზიციიდან გამომდინარე, ანალოგიური დახმარების გაწევა ვერ ხერხდება.

"ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის დესტრუქციული პოზიციიდან გამომდინარე, ანალოგიური დახმარების გაწევა ვერ ხერხდება, მათ შორის ახალგორში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისთვის", — განაცხადა თეა ახვლედიანმა.

ახვლედიანის თქმით, მაგალითად, ისინი აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობასთან რეგულარულ, ინტენსიურ კომუნიკაციაზე არიან და მათგან ოკუპირებულ ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძრის ქრობის პროცესში კონკრეტული პასუხის მიღებისთანავე ჩაერთვებიან.