კაპიტოლიუმზე თავდასხმისას დაშავებული პოლიციელი გარდაიცვალა
Reuters-ის ცნობით, ამერიკის შეერთებული შტატების კაპიტოლიუმის პოლიციის თანამშრომელი ბრაიან სიკნიკი, არეულობის დროს მიყენებული ტრავმების შედეგად, გარდაიცვალა.
"ოფიცერი სიკნიკი თავის პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა, წესრიგს იცავდა ... და ის მომიტინგეებთან ფიზიკური დაპირისპირების დროს დაშავდა," — ნათქვამია პოლიციის განცხადებაში.
6 იანვარს ვაშინგტონში, კაპიტოლიუმთან მიმდინარე ტრამპის მხარდამჭერების აქცია დაპირისპირებაში გადაიზარდა. დემონსტრანტებმა ბარიერი გაარღვიეს და შენობაში შეიჭრნენ. კონგრესში ევაკუაცია გამოცხადდა, ქალაქში კი კომენდანტის საათი.
შეწყდა სხდომა, რომელზეც არჩევნების შედეგები უნდა დაემტკიცებინათ. სწორედ ამას აპროტესტებდნენ ტრამპის მხარდამჭერები, რადგან მოქმედ პრეზიდენტს სჯერა, რომ მან გაიმარჯვა და არჩევნები გაყალბდა.
რამდენიმესაათიანი არეულობის შემდეგ სენატში სხდომა განახლდა. ბოლო ინფორმაციით, ხუთი ადამიანი გარდაიცვალა. ერთ-ერთ ქალს კაპიტოლიუმში პოლიციამ შეჭრის დროს ესროლა.
არეულობის შედეგად დაშავდა პოლიციის სულ მცირე 14 თანამშრომელი. ბოლო მონაცემებით, დაკავებულია 52 პირი: 4 ლიცენზიის გარეშე იარაღის ტარებისთვის, 1 აკრძალული იარაღის ტარებისთვის, 47 კი კომენდანტის საათის დარღვევისთვის.
გარდა ამისა, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ტვიტერის ანგარიში 12 საათით დაიბლოკა. CNN-ის ინფორმაციით, კომპანიაში განაცხადეს, რომ მიზეზი სამომხმარებლო წესების დარღვევა და ძალადობის წამახალისებელი ტვიტებია. მათივე თქმით, თუ ტრამპი აღნიშნულ პოსტებს არ წაშლის, ანგარიშს განმეორებით დაბლოკავენ.
წაშლილი პოსტებიდან ერთ-ერთი ტრამპი მხარდამჭერებს, მათ შორის კაპიტოლიუმში შეჭრილებს "განსაკუთრებულს" უწოდებდა და ამბობდა, რომ ისინი უყვარს. მეორეში კი მათ საქციელს ამართლებდა და აცხადებდა, რომ ასე იქცევიან ადამიანები, რომლებსაც არჩევნები წაართვეს. ტრამპის ეს განცხადებები ძალადობის წახალისებად შეფასდა.
ტრამპის მხარდამჭერების მიერ ორგანიზებული არეულობის მიუხედავად, 7 იანვარს, აშშ-ს კონგრესმა საპრეზიდენტო არჩევნებში დემოკრატი ჯო ბაიდენის გამარჯვება ოფიციალურად დაამტკიცა.
სენატმა და წარმომადგენელთა პალატამ უარყვეს მოთხოვნები ჯორჯიასა და პენსილვანიაში ბაიდენისთვის ხმების გაუქმებასთან დაკავშირებით. რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენლები ასევე აპროტესტებდნენ არიზონას, ნევადისა და მიჩიგანის შედეგებსაც.
საბოლოოდ კონგრესმა ამომრჩეველთა კოლეგიის ხმების დაამტკიცა, რომელიც ასე გადანაწილდა:
- ჯო ბაიდენი — 306;
- დონალდ ტრამპი — 232.
არჩეული პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი და არჩეული ვიცე-პრეზიდენტი, კამალა ჰარისი უფლებამოსილებას 20 იანვარს, ინაუგურაციის შემდეგ შეუდგებიან. მანამდე კი ხელისუფლების გადაბარების პროცესი იქნება.
გაიგეთ მეტი:
- კაპიტოლიუმში ძალადობა და დესტრუქცია ახლავე უნდა შეწყდეს — მაიკ პენსი აშშ-ს მიმართავს
- ტრამპმა ვიდეომიმართვა გაავრცელა: ის ისევ გაყალბებულ არჩევნებზე საუბრობს და მხარდამჭერებს დაშლას ურჩევს
- ბორის ჯონსონი აშშ-ის კონგრესში განვითარებულ მოვლენებს სამარცხვინოს უწოდებს
- დემოკრატიული არჩევნების შედეგებს პატივი უნდა სცენ — სტოლტენბერგი კაპიტოლიუმში შეჭრაზე
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
-
-
-
გადახედვა"იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება "იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება
-
გადახედვანახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა ნახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა
-
გადახედვადააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს დააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს
-
-
-
გადახედვაევროპარლამენტარი აუსტრევიჩუსი დარბევის ორგანიზატორების დასანქცირებას ითხოვს — რას პასუხობენ მას ქართულ ოცნებაში ევროპარლამენტარი აუსტრევიჩუსი დარბევის ორგანიზატორების დასანქცირებას ითხოვს — რას პასუხობენ მას ქართულ ოცნებაში
კომენტარები