ოკუპირებულ აფხაზეთში, გაგრაში ხანძარია. ცეცხლი უკვე დასახლებულ პუნქტებთან ახლოს, 100-150 მეტრში ჩანს.

საქართველოს სხვადასხვა ტერიტორიაზე ამჯერად არაერთი ხანძრის კერაა. შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებით, ქვეყნის მასშტაბით ტყის და მინდვრის ხანძრის 9 კერიდან 4 ლიკვიდრებულია, 3 ლოკალიზებული, 2-ზე კი გრძელდება სალოკალიზაციო სამუშაოები.