დღეს სერიალების ეპოქაა, უფრო კონკრეტულად კი — ამერიკული სერიალების. მსოფლიოში ყველაზე პოპულარული დრამატული, კომედიური თუ კრიმინალური სატელევიზიო შოუები უმეტესად ამერიკული წარმოებისაა, რის გამოც დედამიწის ყველა კუთხეში მაყურებლები ხშირად მხოლოდ ამერიკული ინდუსტრიისა თუ კულტურისთვის დამახასიათებელი ელემენტებით შექმნილ ისტორიას ადევნებენ თვალს.

შესაბამისად, გასაკვირი არაა, რომ ბევრი არაამერიკელისთვის ამერიკული სატელევიზიო შოუების ზოგიერთი თავისებურება მეტისმეტად უცხო და უცნაურია. ამის საილუსტრაციოდ რამდენიმე მაგალითს გთავაზობთ, რომლებიც ტვიტერის მომხმარებლებმა განიხილეს.

1. "ამერიკული სერიალების შემქმნელებს რატომ ჰგონიათ, რომ თინეიჯერის როლზე 30 წლის მსახიობის დამტკიცებით თავს მარტივად დაიძვრენენ?"

ფოტო: Tenor

2. "ზოგიერთ ამერიკულ შოუს სიცილის ხმების დადება სულაც არ ხდის სასაცილოდ"

ფოტო: Giphy

3. "რატომ არის ძალადობის სცენები უფრო მისაღები, ვიდრე წელზევით სიშიშვლე?"

ფოტო: Giphy

4. "ამერიკულ ფილმებსა და სერიალებში მესამე სამყაროს ქვეყნები ყოველთვის ყვითელ ფერებში რატომაა წარმოდგენილი? თუ არ იცით, გეტყვით, რომ ჩვენც გვაქვს ლურჯი ცა, წითელი ყვავილები და ცისარტყელა"

ფოტო: Tumblr

5. "სკოლის მოსწავლეები ყოველთვის ძალიან სექსუალურები რატომ არიან? ოდესმე გინახავთ მაინც, როგორ გამოიყურება 14 წლის ბიჭი?"

ფოტო: Giphy

6. "ყველა ეპიზოდის დაწყებისას მანამდე მომხდარი მოვლენების გადამეორება რა საჭიროა?"

ფოტო: E!

7. "ამერიკულ სერიალებში ყველაფერს ძალიან დეტალურად რატომ განმარტავენ? ხანდახან უფრო მარტივადაა საქმე, მაცადე ყურება"

ფოტო: Giphy

8. "ამერიკულ სერიალებში რატომ ჰგონიათ, რომ ბრიტანელ კაცებს აუცილებლად უჩვეულო სახელები უნდა ერქვათ?"

ფოტო: Giphy

9. "როგორ ხდება, რომ როცა ერთი მოსწავლე მეორეს წერს, მთელი სკოლა იგებს ამას? ყველას ერთმანეთის ნომერი უწერია თუ რაშია საქმე?"

ფოტო: Giphy

10. "სკოლა ისე რატომაა წარმოჩენილი, რომ მოსწავლეებს იქ ყოფნისას პირდაპირი მნიშვნელობით გადარჩენისთვის ბრძოლა უწევთ? მართლა ასეთი ცუდი სკოლებია ამერიკაში?"

ფოტო: Giphy