სტომატოლოგიური კლინიკა ის ადგილია, სადაც სტუმრობა აუცილებლობის გამო გვიწევს, თუმცა გულზე დიდად არავის გვეხატება, მეტიც — ბევრი პაციენტისთვის მისი ხსენებაც კი კოშმარს უდრის.

ეს ბევრი ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზითაა გამოწვეული, რასთან გამკლავებასაც არაერთი სტომატოლოგი სხვადასხვა გზით ცდილობს: იქნება ის კლინიკის ინტერიერის გახალისება თუ პაციენტებთან განსაკუთრებული მზრუნველობით მოპყრობა.

ამ სტატიაში მსგავსი მცდელობების რამდენიმე წარმატებულ მაგალითს გთავაზობთ: საინტერესო, სახალისო და საყვარელი დეტალები, რომლებსაც ადამიანები სხვადსხვა სტომატოლოგიურ კლინიკაში გადააწყდნენ და იმდენად მოიხიბლნენ ამ იდეებით, რომ სოციალურ ქსელში აღფრთოვანება სხვებსაც გაუზიარეს:

1. საქართველოს მსგავსად სხვა კიდევ არაერთ ქვეყანაში არსებობს ხალხური თქმულება "კბილის ფერიაზე" (თაგვზე), რომელსაც ამოღებული კბილები თავისთვის მიაქვს. სწორედ ამ თაგუნასთვის ერთ-ერთ კლინიკაში პატარა კარი დაამაგრეს, საიდანაც კბილების შესაგროვებლად სტუმრობა შეეძლება

2. ამ კლინიკას კი პატარა სტუმრებისთვის სპეციალური კარი აქვს: კბილის ამოღების სიმამაცისთვის ბავშვები განსაკუთრებულ პატივს იმსახურებენ

3. თავსატეხი ფაზლი ჭერში, რომელიც პაციენტებს დროის გაყვანაში დაეხმარება: იპოვე ცნობილი პერსონაჟი უოლი, სანამ ექიმი შენს პირში ეძებს კარიესის ნიშნებს

4. ამჟამინდელი პრობლემის მოგვარებასთან ერთად სამომავლოდაც რომ გაითვალისწინო: რომელი პროდუქტი რა რაოდენობით შეიცავს შაქარს

5. ბავშვებმა რომ არ მოიწყინონ

6. როცა იცი, როგორ უნდა შეუმსუბუქო სტრესი პაციენტებს

7. "ჩვენთან მოსვლამდე VS ჩვენი დახმარების შემდეგ" — ყველაფერთან ერთად რეკლამაც რომ კარგად გეხერხება

8. სტომატოლოგი რომ საპარკინგე ადგილს ასე კრეატიულად მოაწყობს, ის შენ კბილებს რას უზამს, წარმოგიდგენია?!

9. ეს კლინიკა განსაკუთრებით მშფოთვარე პაციენტებს მოფერებისთვის მუდმივად მზადმყოფ ძაღლებს სთავაზობს

10. შენი საქმის სიყვარული წვრილმან დეტალებშიც

სახლის თანამედროვე, გამორჩეული დიზაინით მოწყობაში ამიერკავკასიაში ყველაზე დიდი სამშენებლო და სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტი მიჰაუსი დაგეხმარებათ. 12 000 კვ. მეტრზე გაშლილ სივრცეში თქვენ შეხვდებით 60 000-მდე დასახელების პროდუქციას მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან.

პროდუქციის ვირტუალურ ინტერიერში აღქმის შესაძლებლობით, ონლაინ მაღაზიით, სწრაფი მიტანის სერვისით, ლოიალურობის პროგრამებითა და სხვა უპირატესობებით მიჰაუსი თქვენი სახლის თუ სამუშაო სივრცის სიმყუდროვესა და კომფორტს უზრუნველყოფს.