შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ კოტე აფხაზის ქუჩაზე მდებარე ბარს — სახელოსნოს ეკონომიკური საქმიანობა შეუჩერეს. უწყების ინფორმაციით, ბარი რეგულაციების დარღვევისთვის 2020 წლის 23 მაისს 10 000 ლარით იყო დაჯარიმებული.

შსს აცხადებს, რომ ბარისთვის ადმინისტრაციული სახდელის დაკისრების მიუხედავად, ის მაინც განაგრძობდა აკრძალულ ეკონომიკურ საქმიანობას და მოქალაქეები 21:00 საათის შემდეგაც იმყოფებოდნენ იქ.

აკრძალული ეკონომიკური საქმიანობის გამო, ბარ სახელოსნოს მიმართ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 248-ე პრიმა მუხლით დაიწყო.

უწყების ინფორმაციით, 2021 წლის 7 იანვარს, სამართალდამცველებმა მოსამართლის განჩინების საფუძველზე ბარში ჩხრეკა ჩაატარეს და ობიექტი დალუქეს — სახელოსნოს ეკონომიკური საქმიანობა შეუჩერდა.