2007-2009 წლებში იაპონურმა კოსმოსურმა აპარატმა SELENE-მა მთვარიდან 100 კილომეტრის სიმაღლეზე მოძრაობისას თავისი ნაწილაკების სენსორებით მონაცემები შეაგროვა. დედამიწის მსგავსად, მთვარეც იღებს მზის მაღალი ენერგიის გამოსხივების დღიურ დოზას, მაგრამ თვეში ხუთი დღის განმავლობაში, მთვარე დედამიწის მაგნიტური ველის ჩრდილში იმყოფება. იაპონელი მეცნიერები SELENE-დან მიღებული მონაცემებით ასკვნიან, რომ ჟანგბადი, რომელიც დედამიწაზე მცენარეების წყალობით წარმოიქმნა, აპარატის სენსორზე ხვდებოდა ამ დროის განმავლობაში.

როგორ შეიძლება დედამიწაზე წარმოქმნილმა ჟანგბადმა მიაღწიოს მთვარემდე? ამ ხუთი დღის განმავლობაში, როცა მთვარე დედამიწის უკან იმყოფება, მზის ქარის დასხივებას ცოტა ხნით არიდებს თავს და დედამიწიდან წამოსული მატერიებით "ირწყვება" ხოლმე. როცა მთვარე დედამიწის მაგნიტური სფეროს გარეთ იყო, ეს მაღალი ენერგიების ჟანგბადი არ დაფიქსირებულა.

ფოტო: Osaka University/NASA

მეცნიერებს აქამდეც დაუფიქსირებიათ აირების კვალი (კონკრეტულად კი, აზოტი), თუმცა, სიცოცხლისთვის ისეთი აუცილებელი კომპონენტი, როგორიცაა ჟანგბადი, მთვარეზე პირველად აღმოაჩინეს.

"მარტო დედამიწა და მთვარე არ არიან დაკავებულები მატერიის გაცვლით. სატურნის მთვარე იაფეტი ასევე აგროვებს მატერიას სხვა მთვარეებისგან", - ამბობს ალექსანდერ მასტილი, პოსტდოქტორანტი თეორიულ ფიზიკაში.