აშშ-ის ვიცე პრეზიდენტის, მაიკ პენსის თქმით, დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს ძალადობა და დესტრუქცია კაპიტოლიუმში. ამის შესახებ ის Twitter-ზე წერს.

"ყველა, ვინც ამ ამბავშია არის ჩართული, პატივი უნდა სცეს სამართალდამცავ ორგანოს და მის თანამშრომლებს. შენობა დაუყოვნებლივ უნდა დატოვონ. ყველას აქვს უფლება მშვიდობიანი პროტესტისა, მაგრამ აშშ-ის კაპიტოლიუმზე თავდასხმა მიუღებელია და ყველა პასუხისმგებელი პირი კანონის სრული სიმკაცრით დაისჯება", — წერს მაიკ პენსი.

ტრამპის მხარდამჭერები ცოტა ხნის წინ კაპიტოლიუმის შენობაში შეიჭრნენ. მომხდარის გამო კონგრესში მიმდინარე სხდომა, სადაც აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები უნდა დაემტკიცებინათ, შეჩერებულია.