პრეზიდენყტი დონალდ ტრამპი მხარდამჭერებს სიმშვიდისა და სამართალდამცველების მხარდაჭერისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ ტრამპი Twitter-ზე წერს.

"გთხოვთ, მხარი დაუჭირეთ ჩვენი კაპიტოლიუმის პოლიციას და სამართალდამცველებს. ისინი ჩვენი ქვეყნის მხარეს არიან. დარჩით მშვიდობიანები", — წერს ტრამპი.

ცოტახნის წინ დონალდ ტრამპის მხარდამჭერების ნაწილი კაპიტოლიუმის შენობაში შეიჭრა, სადაც კონგრესის გაერთიანებული სხდომა მიმდინარეობდა. სწორედ ამ სხდომაზე ამომრჩეველთა კოლეგიის ხმის მიცემის შედეგები უნდა დაემტკიცებინათ.