ივანიშვილის "ღვაწლის დაფასების" გამო, ოდიშარია მაკრონის მადლიერია
ქართული ოცნების ერთ-ერთი წევრის, ბექა ოდიშარიას თქმით, საფრანგეთმა დააფასა ქართველი მეცენატი ბიძინა ივანიშცვილი და ამისთვის მათ მადლობას უხდის.
"დიდი მადლობა ემანუელ მაკრონს, საფრანგეთის პრეზიდენტს, ქართველი მეცენატის, პოლიტიკოსის და საზოგადო მოღვაწის ღვაწლის დაფასებისათვის! ამ ორდენის დევიზია "ღირსება და სამშობლო" — ორივეს მსახურება უპირობოდ შეეფერება მის განვლილ ცხოვრებისეულ გზას და მოღვაწეობას მრავალი მიმართულებით. მომავალშიც ვუსურვებ ბატონ ბიძინა ივანიშვილს და მის ოჯახს ნაყოფიერ საქმიანობას და საერთო გამარჯვებებს ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ", — ამბობს ოდიშარია.
დღეს, 6 იანვარს ცნობილი გახდა, რომ საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განკარგულებით, ქართული ოცნების თავმჯდომარესა და ყოფილ პრემიერმინისტრ, ბიძინა ივანიშვილს საპატიო ლეგიონის ორდენის კავალერის ტიტული მიენიჭა. განკარგულების თანახმად, რომელიც 2020 წლის 31 დეკემბრით თარიღდება, ივანიშვილის გარდა ორდერი ათეულობით პირს მიენიჭა.
როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, ბოლო ერთი წლის განმავლობაში საფრანგეთი და სხვა ქვეყნები ჯანდაცვის სფეროში სერიოზულ კრიზისს წააწყდნენ. სწორედ ამიტომ ორდენით დაჯილდოებულთა დიდი ნაწილი სწორედ პანდემიასთან ბრძოლაში შეტანილი წვლილისთვის შეირჩა. განკარგულებაში ნათქვამია, რომ ივანიშვილი საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდის დამფუძნებელი და საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრია.
აღნიშნული ორდენი მეცხრამეტე საუკუნიდან გაიცემა და მას 92 ათასზე მეტი წევრი ჰყავს. ორდენი გადაცემული აქვთ სადაო რეპუტაციის მქონე პოლიტიკოსებსაც, მათ შორის რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს, მიანმარის ლიდერს აუნ სან სუ ჩის, რუმინეთის დიქტატორს ნიკოლაე ჩაუშესკუ (ანულირებული), კუბის დიქტატორს ფულხენსიო ბატისტას, ჰონგ-კონგის მმართველ კერი ლამსა და ა.შ
გაიგე მეტი:
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
-
-
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
-
-
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა
-
გადახედვა"იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება "იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება
-
გადახედვანახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა ნახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა
-
გადახედვადააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს დააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს
-
კომენტარები