პრემიერმინისტრის გიორგი გახარიას თქმით, საფრანგეთის საპატიო ლეგიონის კავალერის ტიტული პატივია არა მხოლოდ იმ ადამინისთვის არამედ იმ ქვეყნისთვისაც ვისაც ის წარმოადგენს.

"საფრანგეთის საპატიო ლეგიონის კავალერის ტიტული პატივია არა მხოლოდ იმ ადამიანისთვის, ვისაც ენიჭება, არამედ იმ ქვეყნისთვის ვისაც ის წარმოადგენს. ყველა ჯილდოზე მეტი კი, საკუთარი სამშობლოსთვის გაკეთებული საქმეა. ამ საერთაშორისო აღიარებას ვულოცავ ბიძინა ივანიშვილს და ჩვენს ქვეყანას", — წერს გახარია.

დღეს, 6 იანვარს ცნობილი გახდა, რომ საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განკარგულებით, ქართული ოცნების თავმჯდომარესა და ყოფილ პრემიერმინისტრ, ბიძინა ივანიშვილს საპატიო ლეგიონის ორდენის კავალერის ტიტული მიენიჭა. განკარგულების თანახმად, რომელიც 2020 წლის 31 დეკემბრით თარიღდება, ივანიშვილის გარდა ორდერი ათეულობით პირს მიენიჭა.

როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, ბოლო ერთი წლის განმავლობაში საფრანგეთი და სხვა ქვეყნები ჯანდაცვის სფეროში სერიოზულ კრიზისს წააწყდნენ. სწორედ ამიტომ ორდენით დაჯილდოებულთა დიდი ნაწილი სწორედ პანდემიასთან ბრძოლაში შეტანილი წვლილისთვის შეირჩა. განკარგულებაში ნათქვამია, რომ ივანიშვილი საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდის დამფუძნებელი და საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრია.

აღნიშნული ორდენი მეცხრამეტე საუკუნიდან გაიცემა და მას 92 ათასზე მეტი წევრი ჰყავს. ორდენი გადაცემული აქვთ სადაო რეპუტაციის მქონე პოლიტიკოსებსაც, მათ შორის რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს, მიანმარის ლიდერს აუნ სან სუ ჩის, რუმინეთის დიქტატორს ნიკოლაე ჩაუშესკუ (ანულირებული), კუბის დიქტატორს ფულხენსიო ბატისტას, ჰონგ-კონგის მმართველ კერი ლამსა და ა.შ.

გაიგე მეტი: