საქართველოს დამოუკიდებლობის, თვითმყოფადობისა და ეროვნულობის წინააღმდეგ 218-წლიან ბრძოლაში რუსეთმა საბოლოო გამარჯვება ვერ მოიპოვა. მიუხედავად იმისა, რომ არაერთი ბრძოლა წავაგეთ, ათწლეულობით მათი ბატონობისა და რეპრესიების გადატანა მოგვიწია, მიზანს მაინც ვერ მიაღწიეს.

საქართველოს დასაცავად სხვადასხვა ეპოქაში ათასობით ადამიანი იბრძოდა. იცვლებოდა ბრძოლის მეთოდი, ფრონტის ხაზი და ლიდერები, მაგრამ უცვლელი რჩებოდა მიზანი — ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნეს.

დღეს გვსურს, 25 ისტორიული ფიგურა შეგახსენოთ, რომლებმაც ჩვენი თავისუფლებისთვის იბრძოლეს და ქვეყნის თვიმთყოფადობა არ დათმეს.

ფოტო: ანი მალაზონია / On.ge

სწორედ ამ ადამიანებისა და ათეულობით სხვა პატრიოტი გლეხის, აზნაურის, თავადის, მწერლის, პოეტის, პოლიტიკოსის თუ საზოგადო მოღვაწის დამსახურებით უკვე 30 წელია დამოუკიდებლები ვართ და მათ დანატოვარზე დემოკრატიას ვაშენებთ.

თუ გინდა, რომ ნამდვილი და ყალბი ამბები ერთმანეთისგან მარტივად განასხვავო და დეზინფორმაციისგან სხვებიც დაიცვა, შემოგვიერთდი ჯგუფში – ერთად ვებრძოლოთ დეზინფორმაციას.

ინფოგრაფიკა მოამზადა On.ge-მ აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტის ფარგლებში. მასალის დამზადება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერის შედეგად ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. მის შინაარსზე პასუხისმგებელია On.ge. ის შესაძლოა არ გამოხატავდეს EWMI-ს, USAID-ის ან/და ამერიკის შეერთებული შტატების შეხედულებებს.