Dell-მა უახლესი მონიტორის დიზაინში ვიდეოკონფერენციებთან და დისტანციურ მუშაობასთან დაკავშირებული საჭიროებები გაითვალისწინა. ვიდეოკონფერენციებისთვის განკუთვნილ მონიტორებს ჭკვიანი pop-up კამერები აქვს და მათში ინტეგრირებულია პლატფორმა Microsoft Teams.

მონიტორის ყველაზე საინტერესო ნაწილი 5 მეგაპიქსელიანი კამერაა, რომელსაც ვიდეოკონფერენციებიასას თქვენი 1080p რეზოლუციის გამოსახულებით უზრუნველყოფა შეუძლია. აღსანიშნავია, რომ პანდემიამდე უამრავ ადამიანს ჰქონდა ლეპტოპისა თუ მონიტორის კამერა დაფარული, უსაფრთხოებასთან დაკავშირებული შიშების გამო. pop-up კამერა კი ამ კუთხით კომფორტს შეგიქმნით — ის ეკრანიდან ამოვა მხოლოდ მაშინ, როცა ის დაგჭირდებათ.

კამერის გარდა, მონიტორზე დინამიკის ბარსაც შეამჩნევთ, იმისათვის, რომ ვიდეოჩართვებისას, გამოსახულებასთან ერთად, ხმაც ხარისხიანი მიიღოთ. თუმცა, მონიტორის მარცხენა კუთხეში საინტერესო რამეს შეხვდებით — Microsoft Teams-ის ცალკეულ ნიშანს, ხმის რეგულირების ფუნქციების გასწვრივ. ეს შეიძლება Microsoft-ისა და Dell-ის მჭიდრო თანამშრომლობის შედეგია, თუმცა, მომხმარებლის თვალით, არც ისე კარგი და შემზღუდავი გადაწყვეტილება, მაშინ, როცა შეიძლება ვიდეოკონფერენციებისთვის სულ სხვა პლატფორმის მომხმარებლები ვიყოთ.

უდავოა, რომ ეს საკმაოდ მარტივი გადაწყვეტაა, თუმცა ამასთან pop-up კამერა ამავდროულად IR კამერაცაა, რომელიც მუშაობს Windows Hello-სთან ერთად. ანუ, მისი გამოყენება ავტორიზაციის მეთოდადაც შეგიძლიათ, ინტეგრირებული სახის ამოცნობის ტექნოლოგიის დახმარებით.

ახალი, ვიდეოკონფერენციებისთვის განკუთვნილი მონიტორები შემდეგი თვიდან გახდება ხელმისაწვდომი. 24 ინჩიანი მოდელი 520 დოლარი ეღირება, 27 ინჩიანი 720, ხოლო 34 ინჩიანის ფასი 1 150 დოლარი იქნება.