ბათუმში კორონავირუსით 22 წლის ქალი გარდაიცვალა. როგორც ბათუმის საერთაშორისო საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში On.ge-ის განუცხადეს, კლინიკაში ახალგაზრდა ქალი 12 დეკემბერს შეიყვანეს და მას ორმხრივი პნევმონია ჰქონდა.

"გოგონას შემოყვანის თანავე უკვე ჰქონდა ფილტვის დაზიანების მაღალი ინდექსი. რამდენიმე დღეში მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა და 26 დეკემბერს გადაიყვანეს ხელოვნური სუნთქვის აპარატზე. სამწუხაროდ, დღეს, 12:00 საათზე გარდაიცვალა", — აცხადებენ კლინიკაში.

როგორც კლინიკაში აღნიშნავენ, ბოლო დღეებში პაციენტის მდგომარეობა დამძიმდა და მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.