მერილენდში დაფუძნებული ბიოტექნიკური კომპანია United Therapyics გენეტიკურად მოდიფიცირებული ღორებიდან ორგანოების ადამიანებში ტრანსპლანტაციას გეგმავს. ამ პროცესის დაწყება უკვე წელსაა დაგეგმილი, იტყობინება Future Human reports.

"მიზანთან ძალიან ახლოს ვართ, ვფიქრობთ, რომ უკვე გვყავს გენმოდიფიცირებული ღორი, რომლის ორგანოების ადამიანში გადანერგვა 2021 წლისთვის იქნება შესაძლებელი", — ამბობს დევიდ აიარესი, კომპანიის მთავარი სამეცნიერო ოფიცერი.

კომპანიის მიზანია ადამიანის სიცოცხლისთვის აუცილებელი ორგანოების გადანერგვის უზრუნველყოფა. მარტო აშშ-ს ჯანმრთელობის რესურსებისა და სერვისების ადმინისტრაციის თანახმად, ყოველდღე გადანერგვის მოლოდინში მყოფი 17 ამერიკელი იღუპება.

თუმცა, არსებობს ერთი მთავარი პრობლემა. ადამიანის სხეულში ცხოველის ორგანოების გადანერგვამ შეიძლება გამოიწვიოს მძიმე იმუნური რეაქციები. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ადამიანის სხეული უარყოფს უცხო ქსოვილებს.

სწორედ ამიტომ, კომპანიამ ღორებში სპეციალური გენეტიკური ცვლილებები შეიტანა, რათა ადამიანის სხეულმა უცხო ორგანიზი მიიღოს. საუბარია ალფა გალის სახელით ცნობილ შაქარზე, რომელიც ღორში ხშირად გვხვდება, ხოლო ადამიანის ორგანიზმი მას ცუდად იღებს.

ნაწილობრივ, ამ გენეტიკური ცვლილების წყალობით, სურსათისა და წამლის ადმინისტრაციამ დეკემბერში განაცხადა, რომ გენმოდიფიცირებული ღორები ”უსაფრთხოა ზოგადი მოხმარებისთვის.მსგავსი მოდიფიცირებული ღორის გამოყენება ახლა ორგანოების გადანერგვისთვისაც მოხდება.

ამ ეტაპზე კომპანიის საცდელ ღორს ათი გენური მოდიფიკაცია აქვს და ის მომავალი კლინიკური ცდების ნაწილი იქნება. თუმცა, მიუხედავად ასეთი მიღწევებისა, შეკითხვები ჯერ კიდევ რჩება და ეს მოიცავს, როგორც მორალურ ასპექტს, ასევე ჯერ კიდევ საჭირო კვლევებს.

ამავე თემებზე: