გაბუნიას განცხადებით, რემდესივირით 29 პაციენტი მკურნალობს
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, რემდესივირით მკურნალობა 29 პაციენტზე მიმდინარეობს. ის აღნიშნავს, მონაცემები გუშინდელია. მისივე თქმით, ჯანდაცვის წარმომადგენლები ფრთხილობენ რემდესივირსის დანიშვნას პაციენტებზე, რადგან ამისთვის საჭიროა დაკმაყოფილდეს გარკვეული კრიტერიუმები, მათ შორის პაციენტის ინფორმირებული თანხმობა.
"29 პაციენტზე იყო მოთხოვნა გაკეთებული, გუშინდელი მდგომარეობით, ანუ ფრთხილად ეკიდებიან ჯანდაცვის პროფესიონალები რემდესივირის დანიშვნას, ფრთხილად აქ ვგულისხმობ იმას, რომ არის გარკვეული კრიტერიუმები, რაც უნდა დაკმაყოფილდეს და აუცილებლად, პაციენტის ინფორმირებული თანხმობა სჭირდება რემდესივირის გამოყენებას. ამდენად, ბოლო 4 კვირის განმავლობაში, რაც ჩვენ დავიწყეთ რემდესივირის მოხმარება, 29 პაციენტია, ყველას მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, თუმცა რამდენად ეს უკავშირდება რემდესივირის ეფექტს, ამის თქმა, მხოლოდ ამ მონაცემების საფუძველზე, რა თქმა უნდა, ჩვენ არ შეგვიძლია", — აცხადებს გაბუნია.
18 დეკემბერს, ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ, განაცხადა, რომ საქართველოში უკვე ჩამოტანილია რემდესივირი. ტიკარაძე ამბობს, რომ პრეპარატს შესაბამის პაციენტებზე კლინიკური ჯგუფი გადაანაწილებს.
ტიკარაძემ 8 დეკემბერს განაცხადა, რომ პრეპარატი თვის ბოლომდე იქნებოდა ქვეყანაში.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ 13 ნოემბერს განაცხადა, რომ ეს პრეპარატი ქვეყანაში 2 კვირაში შემოვიდოდა, თუმცა მანამდე ბევრად უფრო ადრე, ჯანდაცვის მინისტრი მოადგილე 5 მაისს ამბობდა, რომ პრეპარატი მაისის ბოლოს იქნებოდა ხელმისაწვდომი.
გაიგეთ მეტი:
- ცერვაძე: გადავწყვიტე მიმეღო რემდესივირი, საქართველოში ჯერ არ არის, უცხოეთიდან გამომიგზავნეს
- რემდესივირი ცერცვაძემ გამოიყენა, შედეგი არის — გამყრელიძე უცხოეთიდან შემოტანილ პრეპარატზე
- ჯანმო კორონავირუსის სამკურნალოდ რემდესივირის გამოყენების რეკომენდაციას არ გასცემს
- FDA-მ რემდესივირი COVID-19-ის ოფიციალურ სამკურნალო საშუალებად დაარეგისტრირა
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
-
-
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა
-
გადახედვა"იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება "იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება
-
გადახედვანახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა ნახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა
-
გადახედვადააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს დააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს
-
კომენტარები