საქართველოს იუსტიციის მინისტრის გოჩა ლორთქიფანიძის თქმით, ციხეში პატიმრებს ტესტირება ჩატარებული აქვთ და არავითარი შეშფოთების საფუძველი არ არსებობს. ამის შესახებ მან საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა.

"ჩვენ პასუხისმგებელი ვართ ამ 9 000-მდე პატიმარი ადამიანის წინაშე, მათი ოჯახების წინაშე, რომლებიც გვიყურებენ, შეშფოთების არავითარი საფუძველი არ არსებობს", — ამბობს ლორთქიფანიძე.

5 იანვერს სპეციალური პენიტენციური სამსახურმა ინფორმაცია გაავრცელა, სადაც ამბობენ, რომ N5 პენიტენციურ (ქალთა) დაწესებულებაში 23 პატიმარს Covid-19 დაუდასტურდა.

დაწესებულების თანამშრომლებს, პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, ისინი სამუშაო ადგილზე ინდივიდუალური დამცავი საშუალებებით (პირბადე, ხელთათმანები, ბახილები და ა.შ.) არიან აღჭურვილები. მათივე თქმით, ასევე, კვირაში ერთხელ PCR ტესტირებას გადიან, ხოლო შუალედში, 72 საათში ერთხელ სწრაფი ტესტით მოწმდებიან.