კანონი და სამართლის ლიდერი, თაკო ჩარკვიანი ამბობს, რომ უკვირს, ოპოზიციონერი ლიდერების რატომ უკვირთ პატრიოტთა ალიანსის საარჩევნო სიის წევრების პარლამენტში შესვლა.

"მე ის მიკვირს, ოპოზიციაში რომ უკვირთ რომ პატრიოტთა ალიანსიდან ვიღაც შევიდა [პარლამენტში]. მე უბრალოდ ის მიხარია, რომ კიდევ რომ ვინმე შევიდეს პატრიოტთა ალიანსიდან, ფონს, განსაკუთრებულს, ვერ შექმნის. ის რაც უკვე მოხდა და შედგა ის ამბავი, რომ ერთპარტიული სისტემა არის, უკვე დიდი რაღაც მოხდა", — განაცხადა ჩარკვიანმა პალიტრანიუსის ეთერში.

დღეს საქართველოს პარლამენტმა პატრიოტთა ალიანსის სამი ყოფილი წევრის, დავით ზილფიმიანის, ფრიდონ ინჯიასა და გელა მიქაძის სადეპუტატო მანდატები სცნო, ისინი პარლამენტში უკვე შევიდნენ.

გუშინ, 4 იანვარს პატრიოტთა ალიანსის საარჩევნო სიის პირველ სამ წევრს — ირმა ინაშვილს, გიორგი ლომიას და გოჩა თევდორაძეს — პარლამენტმა სადეპუტატო უფლებამოსილება ვადამდე შეუწყვიტა. სწორედ მათ ნაცვლად შევიდნენ მიქაძე, ინჯია და ზილფიმიანი პარლამენტში.

2020 წლის 11 დეკემბერს საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტი ერთპარტიულად შეიკრიბა. პირველი სხდომიდან 25-ე დღეს ქართულ ოცნებას პატრიოტთა ალიანსის საარჩევნო სიის წევრი 4 დეპუტატი შეუერთდა.

თუ გინდა გაიგო, როგორ მუშაობს ან ვერ მუშაობს მე-10 მოწვევის პარლამენტი, რა ინიციატივები აქვთ დეპუტატებს და ზოგადად, როგორ მიიღება გადაწყვეტილებები, რომლებიც ჩვენს ყოველდღიურობას განსაზღვრავს, შემოგვიერთდი ჯგუფში — რა ხდება პარლამენტში.

გაიგეთ მეტი: